თურქული პრესა 20.09.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

390593
თურქული პრესა 20.09.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ მილლიეთში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტიტერორისტული ბრძოლის ეფექტურად წარმოების მიზნით ძებნილთა რეგულაციის ახალი კლასიფიკაცია შეადგინა და ამ დროს ისარგებლა მსოფლიოს 10-მდე ქვეყანაში მოქმედი დებულებებით. ასე მაგალითად, ამიერიდან ძებნილთა სია მათი ლიდერობის და დანაშაულის სიმძიმის მიხედვით ხუთ ფერად იქნება შეღებილი და ის პირები, რომლებიც თურქეთში მოქმედი ტერ ორგანიზაციების, DHKP-C-ს, DAEŞ-ის, MLKP-ს და PKK-ას ლიდერების შესახებ სწორ და უტყუარ შეტყობინებას მისცემენ პოლიციას და დააკავებინებენ, ხსენებული კატეგორიების მიხედვითვე 4 მილიონამდე ლირის ოდენობის ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან. ამავე სტატიით ხსენებული ტერ ორგანიზაციების და მათი ლიდერების შესახებ სპეციალური ვებ გვერდებიც გაიხსნება ინტერნეტში , სადაც მოცემული იქნება როგორც ძებნილთა მონაცემები და ფოტოსურათები, ასევე ცხელი ხაზების სატელეფონო ნომრებიც და დასმენის ელექტრონული მისამართებიც


სტარის პოლიტიკური მიმომხილველი თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ამ ბოლო 2 თვის განმავლობაში ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, კონკრეტულად კი ჩრდილოეთ ერაყის მაღალმთიანეთში თავშეფარებული ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ წარმოებული საჰაერო თავდასხმების ანალიზს აკეთებს და ხაზს უსვამს, რომ ამ წარმატებული ოპერაციების შედეგად პკკ-ას ხერხემალი მოტეხილ იქნა და მის დასტურად იქვე ამ ორგანიზაციის ლიდერების სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს აქვეყნებს, რომლებშიც ისინი ამ საჰაერო თავდასხმების შედეგად თურქეთშიც და ჩრდილოეთ ერაყში მიღებულ დიდ სამხედრო დანაკარგებზე საუბრობენ.


საბაჰი იტყობინება, რომ მომავალ კვირას მოსკოვს მორიგი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა პრეზიდენტი ერდოღანი, რომელიც პუტინთან შეხვედრისას ყველაზე დიდ ყურადღებას ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე და მის ფარგლებში ე.წ. თურქულ ნაკადზე გაამახვილებს. ლიდერები ასევე სირიის საკითხსაც განიხილავენ, რომელიც დღეს ორ ქვეყანს შორის განხეთქილების ვაშლს წარმოადგენს და მათი პოზიციები არ ემთხვევა ერთმანეთისას, რადგან, მოსკოვი მხარს უჭერს ესადის რეჟიმს, როცა ანკარა მისი წინააღმდეგია


იენი შაფაკი ეკონომიკის გვერდზე იტყობინება, რომ სამშაბათს თურქეთის გარდამავალი მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება და მასზე სამამულე წარმოების ელექტრონული მსუბუქი ავტომობილის პროტოტიპის ბოლო ვარიანტის შესახებ გადაღებული ვიდეო ჩანაწერი იქნება წარმოდგენილი. ამ სხდომაზე შეიძლება ამ ავტომობილის სერიული წარმოების დადგენილებაც კი იქნა მიღებული, იმედს გამოთქვამს იენი შაფაკი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები