19.09.2015 თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

351827
19.09.2015 თურქული პრესა


მიმოხილვას გაზეთ „საბაჰ“-ით დავიწყებთ, რომლის ცნობითაც უკანასკნელ ხანებში გაზრდილი ტერ აქტების წინააღმდეგ დაირაზმა თურქეთის ხელისუფლება და თურქი ხალხი. ხვალ, 16.00 ერთობის და თანასწორობის გამოხატულებად, დიდი მიტინგი გაიმართება სტამბოლის იენიკაფიში. გაავრცელებენ ლოზუნგს:-„მილიონობით ადამიანი ერთხმად ტერორის წინააღმდეგ“, შეუერთდებიან პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარე ისმეთ ილმაზი და პრემიერი აჰმედ დავუთოღლი.
გაზეთი „ჰაბერ თურქ“-ი წერს, რომ სტამბოლის საფონდო ბირჟა, რომელიც თან გაიყოლა გლობალურმა ტალღამ, გადაარჩინა ექს პრემიერმა ალი ბაბაჯანმა და ფინანსთა მინისტრმა მეჰმედ შიმშეკმა. მაშინ, როცა გავრცელდა განცხადება, რომ ეს ორივე პიროვნება ადგილს იკავებს არჩევნების სიის აქეფეს კანდიდატთა რიგებში, საფონდო ბირჟის ინდექსში სწრაფი მატება დაიწყო.

გაზეთი „იენი შაფაკ“-ი იუწყება, რომ თურქეთის სტატისტიკურმა ორგანიზაციამ (TÜİK), გაავრცელა 2014 წლის შემოსავლის და ცხოვრების პირობების გამოკვლევის შედეგები.
მაშინ, როცა მდიდრების, რომლებიც თურქეთის მოსახლეობის 20 %-ს შეადგენენ, შემოსავლიდან მიღებული წილი შემცირდა, იმავე რაოდენობის ყველაზე ღატაკი მოსახლეობის შემოსავალი გაიზარდა.
„რუსეთიდან და აშშ-იდან კრიტიკული ნაბიჯი სირიაში“ ასეთ დასათაურებას აძლევს სტატიას გაზეთი „ჰურრიეთ“-ი.
წერს, რომ ვაშინგტონმა და მოსკოვმა სირიაში სამხედრო სფეროში საკოორდინაციო სამუშაოსთვის, პირველად შექმნეს მთავრობის დონის ჯგუფი.
გაზეთი „სტარ“-ი წერს სირიელი ლტოლვილების შესახებ და აღნიშნავს, რომ საბაზროდ გაიხადეს ლტოლვილები, რომლებიც სასაზღვრო რეგიონებში რიგებს ქმნიან. საფრანგეთის პრეზიდენტმა ოლანდმა მხარდაჭერა გამოთქვა ომის დასასრულამდე ლტოლვილების თურქეთში დარჩენაზე.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები