თურქული პრესა 16.09.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

388259
თურქული პრესა 16.09.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, სამოქალაქო თანადგომის პლატფორმის მიერ ორგანიზებული მიტინგი სახელწოდებით „მილიონობით ადამიანი ტერორის წინააღმდეგ“ იენიქაფიში 16 საათიდან 19 საათამდე გაიმართება. პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი, დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ისმეთ ილმაზი და პრემიერმინისტრი აჰმედ დავუთოღლუ. ბოლო დროს გახშირებული ტერორისტული აქტების გასაპროტესტებლად და ძმობის გზავნილის გასავრცელებლად მილიონობით ადამიანი კვირას იენიქაფის მიტინგზე შეიკრიბება.

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, თურქული ბანკები საკრედიტო რეიტინგის ორგანიზაციების უარყოფითი ანგარიშების მიუხედავად, საერთაშორისო ბაზრებიდან სინდიცირებული სესხების აღებას განაგრძობენ. Vakfıbank-მა და İş Bank-მა მთლიანობაში 2.12 მილიარდი დოლარის კრედიტი აიღეს. აპრილში, თავის ისტორიაში ყველაზე დიდი 1 მილიარდი დოლარის სინდიცირებული სესხის აღების შემდეგ Vakıfbank-მა 936 მილიონი დოლარის მეორე სინდიცირებული სესხიც აიღო.

თურქული ჰოლდინგის „საბანჯის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარე გულერ საბანჯი ჟურნალ Fortune-ს მიერ მომზადებულ „ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის უძლიერეს 25 ქალს შორის მოხვდა - წერს გაზეთი „ვათანი“. ჟურნალში ნათქვამია: „ევროზონის დასუსტებისა და ახლო აღმოსავლეთის კრიზისის მიუხედავად გულერ საბანჯის გავლენა რეგიონში არ შესუსტებულა. საბანჯი, თურქეთში საქმიან სამყაროში ქალთა გაძლიერების ლიდერია“.

გაზეთი „მილიეთი“-ს თანახმად, ინგლისური საგანმანათლებლო საკონსულტაციოს კომპანია Quacquarelli Symonds-ის მიერ მომზადებულ 2015-2016 წლების მსოფლიო უნივერსიტეტების კლასიფიკაციაში თურქული უნივერსიტეტები ბილკენტი, ოდთუ, ბოღაზიჩი, საბანჯი და კოჩი პირველ ხუთასს უნივერსიტეტს შორის მოხვდა. აღნიშნული კლასიფიკაციის პირველ ხუთეულში შევიდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ჰარვარდი, კემბრიჯი, სტენფორდი და კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკის“ თანახმად, ირანი მსოფლიოში სიდიდით მეორე მარილის ტბად ცნობილი ურმიის ტბის გასაცოცხლებლად, რომლის 90%-ზე მეტი დაშრა, ვანის ტბიდან წყლის გადაზიდვას გეგმავს. ურმიის ტბის გაცოცხლების კომისიის მდივანმა ისა კელანტერიმ განაცხადა, რომ ვანისა და ურმიის ტბების წყლის სტრუქტურების შესაბამისობას გამოიკვლევენ და 3-4 თვიანი კვლევების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ტექნიკური და პოლიტიკური მოლაპარაკები გაიმართება. აღნიშნული სამუშაოებისათვის კი 6 მილიარდი დოლარია გამოყოფილი.



საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები