თურქული პრესა 08.09.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

343391
თურქული პრესა 08.09.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული სტატიით, რომლის მიხედვითაც, დაღლიჯაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ თურქეთის ქალაქებში ტერორიზმის საწინააღმდეგო დემონსტრაციები გაიმართა. იზმირიდან დაწყებული ყარსით დამთავრებული თურქეთის მასშტაბით ტერორი დაგმეს. მერსინში 1500-მა ადამიანმა თურქეთის დროშებით საგზაო მოძრაობა გადაკეტა, სივასშიც ათასობით ადამიანმა მსვლელობა მოწყო.

გაზეთის „საბაჰი“-ს თანახმად, თურქეთის გაერთიანებულმა შტაბმა განაცხადა, რომ დაღლიჯაში ნაღმის აფეთქების შედეგად 16 სამხედრო დაიღუპა. ვერაგული თავდასხმის შემდეგ რეგიონში PKK-ს 75 ტერორისტი იქნა მოკლული, ჯილოსა და სატის რეგიონში კი 250 ტერორისტი ალყაში მოაქციეს.

PKK-ს მიერ გამოცხადებული ავტონომიური რეგიონების უკან საერთაშორისო ტერორისტული დერეფნის შექმნის მცდელობა აღმოჩნდა - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. ტერორგანიზაცია სირიაში ე. წ. კანტონების მეზობელ ჯიზრესა და ნუსაიბინში თვითმმართველობის გამოცხადებით იარაღისა და ნარკოტიკების გადაზიდვის დაფარვას შეეცადა. ამ დერეფნით აშშ-ის, გერმანიისა და ასადის რეჟიმის YPG-სათვის მიცემული იარაღის გატანის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ სტამბოლის ფინანსური სამიტი დღეს იწყება, რომელშიც მრავალი უცხოელი მონაწილე მიიღებს მონაწილეობას და გლობალურ ეკონომიკურ ვითარებას განიხილავენ. ორ დღიან სამიტზე ასევე საუბარი შეეხება ნაკლები ეკონომიკური ზრდისა და დაბალი საპროცენტო განაკვეთის მიერ წარმოქმნილ რისკებს. ისლამურ ეკონომიკურ და ფინანსურ სიმპოზიუმზე კი ისლამურ ეკონომიკასთან დ ფინანსებთან დაკავშირებული სიახლეები განიხილება.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“ იუწყება, რომ ინგლისის მსოფლიოში ცნობილი კემბრიჯის უნივერსიტეტში კვანტურ ფიზიკაზე მომუშავე თურქმა დოცენტმა მეთე ათათურემ გაუზომავად აღიარებული „სინათლის დონის ხმაურის გაზომვა“ მოახერხა და ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ბილკენტის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ათათურეს წარმატების შესახებ სტატიები გამოქვეყნდა მსოფლიოს ცნობილ სამეცნიერო ჟურნალებში.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები