თურქული პრესა 07.09.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

375604
თურქული პრესა 07.09.2015

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ ”იენი შაფაქი”-თ, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის და კოორდინაციის საბჭო TİKA მონღოლეთის დედაქალაქ ულანბატორის მახლობლად თურქული მუზეუმის გასახსნელად ემზადება. ბილგე თონიუქუქუს სახელობის კომპლექში ჩატარებული თხრების შედეგად აღმოჩენილი ექსპონატები, სწორედ ამ ახლად გასახსნელ მუზეუმში იქნება გამოფენილი.

გაზეთი ”ვათანი” წერს, რომ ამერიკული გაზეთის, Washington Post-ის ინფორმაციით, თურქეთში თმის გადანერგვა ხარისხიანობით და სიიაფით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მისივე ინფორმაციით, თურქეთში ერთი თვის განმავლობაში 5 ათასამდე ადამიანი თმას ინერგავს, მაშინ, როდესაც თმის გადანერგვა ინგლისში 20 ათასი დოლარი ჯდება, ხოლო თურქეთში 2000 დოლარამდე. ამიტომაა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან თმის გადასანერგად სწორედ თურქეთს ირჩევენ, ხაზს უსვამს ვათანი.

გაზეთ ”სტარი”-ს მიხედვით იტალიის ქალაქ ვენეციაში 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობს, რომელშიც თურქი რეჟისორის, ემინ ალფერის მიერ გადაღებული, ”Abluka”-ს სახელწოდების ფილმიც იღებს მონაწილეობას. ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი თურქი მსახიობი ბერკაი ათეში, მამაკაცებს შორის საუკეთესო როლის შემსრულებელთა კატეგორიაში დაწესებული ჯილდოსათვის იბრძოლებს. ფილმის მთავარი თემა მაწანწალა ძაღლებს ეხება. ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი 12 სექტემბრამდე გაგრძელდება.

გაზეთი ”ჰაბერთურქი” იტყობინება რომ ბროდვეის ლეგენდა ”მამა მია”, მიმდინარე წლის 29 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე სტამბოლში მუზიკალებს ჩაატარებს. მუზიკალის მთავარ გმირს სოფია ნაიმ პერისი გაახმოვანებს. ”მამა მაი”-ს მსოფლიო მასშტაბით 54 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს და იგი მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ მუზიკალად ითვლება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები