თურქული პრესა 18.08.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

332418
თურქული პრესა 18.08.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ეკონომიკის მინისტრმა ზეიბექჩიმ განაცხადა, რომ ჩეშმეს, ბოდრუმის, დიდიმის, მარმარისისა და ანტალიის დასავლეთით მდიდარი ტურისტების მოსაზიდად ნულოვანი გადასახადის მქონე ტურისტულ თავისუფალ ზონებს შექმნიან, სადაც იქნება სასტუმროები, გასართობი და სავაჭრო ცენტრები. ზონაში, რომელში შესვლაც უცხოელებისთვის თავისუფალი იქნება, თურქები პასპორტით შესძლებენ შესვლას.

გაზეთი „ვათანი“-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასი 50 დოლარზე დაეცა, თურქეთის ავიახაზებმა მოლოდინის საწინააღმდეგოდ ბილეთების ფასი არ შეამცირა იმ მოტივით, რომ ჰაერში ბევრ ტურს ასრულებს. სტატიის მიხედვით, თურქეთის ავიახაზების მოგება 6 თვეში 66%-ით გაიზარდა.

გაზეთ „იენი შაფაკ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სათაურით „თავდაცვის მრეწველობაში შეკვეთების შევსებულია“, რომლის თანახმადაც, თავდაცვის მრეწველობაში ბოლო წლებში მიღწეული კომპეტენციები სექტორის მიმართ მოთხოვნებზეც აისახა. სექტორმა გასულ წელში 11 მილიარდი დოლარის ახალი შეკვეთა მიიღო. თავდაცვის მრეწველობის გასული წლის ჯირომ 5 მილიარდ 101 მილიონ დოლარს მიაღწია და ამის გათვალისწინებით ჩანს, რომ სექტორის ორ წლიანი საქმე შეკვეთების წიგნში მზადაა.

გაზეთი „მილიეთი“-ს ცნობით TAV-ის აეროპორტების ჰოლდინგის კონსორციუმმა ფილიპინებში მდებარე ხუთი რეგიონალური აეროპორტის მართვისა და შეკეთების ტენდერზე განაცხადი შეიტანა.

და ბოლოს, დენიზლიში, დაბა ჩივრილში, მდებარე ბეიჯესულთან ჰოიუღუში ეგეს უნივერსიტეტის არქეოლოგიური განყოფილების პროფესორ ეშრეფ აბაის თავმჯდომარეობით წარმოებული არქეოლოგიური გათხრები გრძელდებ - წერს გაზეთი „ჰურიეთი“. აქვე აღნიშნულია, რომ ბოლო გათხრების დროს 5 ათას წლოვანი დასახლება იქნა აღმოჩენილი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები