თურქული პრესა 02.08.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

311383
თურქული პრესა 02.08.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ევროპის განყოფილების უფროსმა ვინსენტ გოჩეტელმა, საბერძნეთის ეგეოსის ზღვის კუნძულებზე თავშეყრილ მიგრანტთა და ლტოლვილთა მდგომარეობას სავალალო და ამაზრზენი უწოდა რა, მის სამაგიეროდ, სამაგალითოდ თურქეთში მყოფების მდგომარეობა დაასახელა. “საბერძნეთის მსგავსად თურქეთსაც უამრავი ბანაკები და ცენტრები გააჩნია მიგრანტებისათვის, მაგრამ, აქ მომსახურება გაცილებით უკეთესია ბერძნებისაზე და მიგრანტებიც კმაყოფილები არიან ამით“, განაცხადა გოჩეტელმა, წერს იენი შაფაკი

ვათანი ინტერვიუს აქვეყნებს სტამბოლის კონგრესების და ვიზიტორების გენერალურ დირექტორ ოზგურ ოზქან იავუზთან, რომელიც ამბობს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სტამბოლში ჩატარებულ კონგრეს-კონფერენცია-სემინარების რაოდენობა 280 ჯერ გაიზარდა და მარტო გასულ წელს აქ 130 საერთაშორისო ყრილობა ჩატარდა. “მოკლედ, სტამბოლი კონგრესების ჩატარებით მსოფლიოში მე-9 ადგილზე გადავიდა, ხოლო დელეგატების რაოდენობით კი მე-8 ადგილზე“, განაცხადა იავუზმა

“მშვიდობისათვის 1915 მეტრი“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას სტარში და მასში ვკითხულობთ: პირველი მსოფლიო ომის ფარგლებში წარმოებული ჩანაქკალეს ბრძოლის მე-100 წლისთავთან დაკავშირებით დარდანელის სრუტის გალიპოლის ნახევარკუნძულზე მდებარე ანზაკების სოფლიდან სტარტი მიეცა საერთაშორისო ცურვას, რომლის 750-მა მონაწილემ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ჯერ ჩანაქკალეს ბრძოლაში დაღუპული თურქი და უცხოელი ჯარისკაცების სული წუთიერი დუმილით მოიგონეს, შემდეგ კი 1915 მეტრის მანძილი გაცურეს. “ომს უარი “, ასეთი იყო მოცურავეთა მთავარი სლოგანი, რითაც ამავე დროს დაგმეს ომები, ტერორისტული თავდასხმები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სხვა სისხლიანი ძალადობები და დანაშაულობანი, აღნიშნავს სტარი

ჰაბერთურქი სპორტულ გვერდზე იტყობინება, რომ აშშ-ს ქალაქ სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის ლექტორმა, თურქმა დოცენტ-დოქტორმა გულნურ ტუმბათმა, რომელიც ამავე დროს ალპინისტია, წყნარ ოკეანეში მდებარე ყველაზე მაღალი მწვერვალი, 4884 მეტრის სიმაღლის გარსტენცი დაიპყრო, ხოლო მანამდის კი მან ჯერ სამხრეთ ამერიკის ყველაზე უმაღლესი მწვერვალი აკონსაკუა და ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე უმაღლესი მწვერვალი მაკკინლეი დაიპყრო. ამით გულნურ ტუმბათი გახდა პირველი თურქი ქალბატონი, რომელმაც პირველმა დაიპყრო ამერიკის კონტინენტის ხსენებული მწვერვალები, წერს ჰაბერთურქი

საბაჰი აგვისტოს თვის მეტეოროლოგიურ ინფორმაციებს აქვეყნებს და მისი მიხედვით ეს თვე ფაქტიურად 37-40 გრადუსის სიცხეში ჩაივლის, რაც სეზონურ ნორმად ითვლება, თუმცა ტენიანობა წინა წლებზე უფრო მეტი იქნება


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები