თურქული პრესა 06.07.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

333886
თურქული პრესა 06.07.2015

მიმოხილვას გაზეთ საბაჰით დავიწყებთ, რომელშიც ერდოღანის მიერ ინფორმაციის ტექნოლოგიის სფეროში გადასადგმელ ნაბიჯებზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტი რეჯე თაიფ ერდოღანი თურქეთის ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას აპირებს. ერდოღანი მსოფლიო მასშტაბით საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების, სპეციალური პროექტების მომმზადებლების და პროგრამისტების აღსაზდელი პროექტის განხორციელებას აპირებს. პრეზიდენტი ახლო მომავალში ამ საკითხებთან დაკავშირებით სპეციალისტებთან შეხვედრის გამართვას აპირებს და მათთან ამ პროექტის განსახორციელებლად საჭირო დეტალები უნდა განიხილოს.

იენი შაფაქში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით ”არაბულ ქვეყნებთან 12 წლის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა 7% გაიზარდა” და მასში ვკითხულობთ: თურქეთსა და არაბეთის ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება. მაგალითად თურქეთ-ერაყს შორის 10,8 მილიარდი, ეგვიპტესთან 1,4 მილიარდი, ქუვეითთან კი 568 მილიონი დოლარი გახდა. მთლიანობაში კი არაბულ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ ბოლო 12 წლის განმავლობაში 35 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ჰაბერთურქი იტყობინება, რომ თურქეთში 2016 წელს 20 ათასი უცხოელი სტუდენტი უნდა ჩამოიყვანონ. თურქეთში ამჟამად დაუსწრებლად განათლების მიმღებს სტუდენტებთან ერთად მთლიანობაში 80 ათასი უცხოელი სტუდენტი ღებულობს განათლებას და ამ რიცხვის 2016 წლისათვის 100 ათასამდე გაზრდას აპირებენ.

მილლიეთი წერს, რომ თურქეთიდან ეფესოს ანტიკური ქალაქი, ქალაქ დიერბაქირის გალავნები და ჰევესელის სახელწოდების ბაღების იუნესკოს მხრიდან მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეყვანის შემდეგ, სოციალური ქსელით ახლა ქალაქ ბათმანის მახლობელი ჰასანქეიფის ამავე სიაში შესაყვანად სპეციალური კამპანია დაიწყო.

ვათანის მიხედვით თურქეთში ჩამოსული არაბი ტურისტები თმის გადამნერგავი თურქული ფირმებისგან კმაყოფილები არიან. სამშობლოში დაბრუნებული არაბი ტურისტები თურქულ ფირმებს ქებით მოიხსენიებენ. ეს კი არაბული ქვეყნებიდან თურქეთში თმის გადანერგვის მიზნით ჩამოსულთა რიცხვს ზრდის. ბოლო წლებში კი თურქეთში თმის გადანერგვის მიზნით არაბული ქვეყნების მოქალაქეებთან ერთად ინგლისის, საფრანგეთის და პოლონეთის მსგავსი ქვეყნებიდანაც ჩამოდიან.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები