თურქული პრესა 01.07.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

327428
თურქული პრესა 01.07.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარით დავიწყებთ, რომელშიც სირიელი ლტოლვილებისათვის ”უსაფრთხოების ზონის” ჩამოყალიბებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო გამოქცეული ლტოლვილებისათვის ”უსაფრთხოების ზონის” ჩამოყალიბება, თურქეთმა კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში. უსაფრთხოების ზონის ჩამოყალიბების მოთხოვნის უფლება 2005 წელს გაეროს მსოფლიო სამიტზე იქნა მიღებული. ამის მიხედვით თურქეთს მის ტერიტორიაზე მყოფი ლტოლვილების დაცვის საკუთარ თავზე აღება სურს. ასე რომ, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყანა თავისი საკუთარი მოსახლეობის უფლებების დაცვას ვერ შესძლებს, მაშინ მათ დაცვას გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით და საერთაშორისო საზოგადოების სახელით რამოდენიმე ქვეყანას მათ დასაცავად ოპერაციის ჩატარების უფლება ეძლევათ. აქედან გამომდინარე ახლა თურქეთი ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად ემზადება და უსაფრთხოების ზონის შექმნის მიზნით მსოფლიოს წინაშე ანგარიშის წარსადგენად ემზადება.

სბაჰაჰი იტყობინება, რომ თურქეთის პრემიერმინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ ეკონომიკურ კრიზისში მყოფ საბერძნეთს დახმარების მესიჯი გაუგზავნა. პრემიერმინისტრმა პარლამენტში პარტიის წევრებთან გამართულ შეკრებაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის დავალიანებაში მყოფ საბერძნეთის მთავრობას დახმარების მესიჯი გაუგზავნა. ”ყველაფერს გავაკეთებთ, ყოველგვარი შემოთავაზებისთვის მზად ვართ”, განაცხადა მან.

ჰაბერთურქის მიხედვით ინგლისის დედაქალაქ ლონდონში მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაღის და ყვავილების გამოფენა გაიმართა, რომელშიც თურქეთის კულტურის და ტურიზმის სამინისტრომაც მიიღო მონაწილეობა და მის მიერ გახსნილ სტენდს ”სამოთხის ბაღი” ჰქვია. სხვათა შორის თურქეთის ეს კონცეფცია მსოფლიო ბაღის კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა რა, სპეციალური ჯილდოც მიიღო.

ჰურრიეთი წერს, რომ მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მეტი წევრის მყოლი საერთაშორისო სოროპტიმისტის ქალთა ფედერაციის კონვენცია 9-12 ივლისს სტამბოლში გაიმართება. კონვენცია ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. მას 129 ქვეყანაში 90 ათასი წევრი ჰყავს. მისი წევრები ძირითადად ქალ სახელმწიფო მოხელეებიგან შესდგება. სოროპტიმისტებმა დღემდე 4 ათასი პროექტის ფარგლებში 120 ათას ქალს შესაბამისი დახმარება გაუწიეს.

მილლიეთი კულტურის გვერდზე იტყობინება, რომ თურქი რეჟისორის სელჯან ილმაზოღლუს ”ჰურშით”-ის სახელწოდების მოკლემეტრაჟიანი ფილმი იტალიაში ბავშვთა და მოკლემეტრაჟიან ფილმების კონკურსზე გავა. 45-ე გიფონის ფილმების ფესტივალზე იგი 4 ათას 200-ზე მეტ ფილმს შოროსიქნა შერჩეული. ამ ფესტივალზე სრულ და მოკლე მეტრაჟიან ფილმებიდან მთლიანობაში 98 ფილმი მიიღებს მონაწილეობას.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები