თურქული პრესა 23.06.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

314969
თურქული პრესა 23.06.2015


მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ იენი შაფაქით, რომელშიც თურქეთის რელიგიური საქმეთა სამმართველოს ფონდის ქველმოქმედებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს ფონდი მარხვის თვის პერიოდში 68 ქვეყანაში საქველმოქმედო ღონისძიებას ჩაატარებს და მის ფარგლებში ეს ფონდი სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ხელმოკლე ოჯახებს სურსათს დაურიგებს. ფონდის წარმომადგენლებმა გუშინ ბოსნიაში იფთარის კარავი გახსნეს, სადაც ასობით მუსლიმანმა ერთად ივახშმა. ფონდი მიმდინარე წელს საქველმოქმედო სლოგანად ”დრო სიკეთის დროა”-ს იყენებს.
სტარი იტყობინება, რომ სერბეთიდან, ბულგარეთიდან და ჩეხეთის რესპუბლიკიდან ჩამოსულმა პარაპლანით მფრენმა სპორცმენებმა კაბადოკიაში საჰაერო ბურთები რეკორდის დასამყარებლად გამოიყენეს. საჰაერო ბურთით 3500 მეტრ სიმაღლეზე ასული სპორცმენები პარაპლანებით გადმოხტენ და ჰაერში 126 ბრუნვით ე.წ. ”სამმაგი უსასრულო ციკლი” გამოსახეს რა, ახალი რეკორდი დაამყარეს.

ჰაბერთურქი აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით ”ჰოლივუდის ვარსკვლავები კაბადოკიაში” და მასში ვკითხულობთ: ტურიზმის სამოთხედ ქცეული კაბადოკია ჰერა ჰილმარის, მიჩელ ჰუისმანის და სხვა ჰოლივუდის მსახიობების მონაწილეობით დაგეგმილი ”მთები და ქვები”-ს სახელწოდების ფილმის გადაღებას მასპინძლობს. ფილმის მთავარ როლებში ჰერა ჰილმერი, მიჩელ ჰუისმანი და სხვები თამაშობენ.


საბაჰში გამოქვეყნებული სტატიის სახელწოდებაა ”თურქმა ვიოლინოს ვირტუოზმა რეკორდი დაამყარა” და მასში ვკითხულობთ: ცნობილმა თურქმა ვიოლინოს ვირტუოზმა, მუჰამმედ ილდირირმა ცნობილი რუსი კომპოზიტორის, კორსაკოვის ყველაზე რთული კომპოზიცია ”კრაზანების ფრენა” 37,84 წამში დაუკრა, რითაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ამით გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდა.

ვათანი წერს, რომ თურქეთის ქალაქ სამსუნში, ერთ-ერთ კერძო ფირმის მიერ შემუშავებული მინი უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით ზღვაში დახრჩობის საშიშროების წინაშე მყოფებზე სამაშველო რგოლის გადაგდება იქნება შესაძლებელი. ამავე ცნობით აღნიშნულ მინი უპილოტო საფრენ აპარატს ერთ ფრენაზე სამი სამაშველო რგოლის გადატანის შესაძლებლობა აქვს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები