თურქული პრესა 22.06.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

313463
თურქული პრესა 22.06.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთში არსებულ სირიელ ლტოლვილთა ბანაკებს ეწვივნენ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ანტონიო გუტიერესი და ჰოლივუდის კინოვარსკვლავი, გაეროს კეთილი ნების ელჩი ანჯელინა ჯოლი. ამავე სტატიით მათვე შეუერთდათ თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი და ერთად მოინახულეს რა შანლუირფას სირიელ ლტოლვილთა ბანაკი, გუტიერესმა და ჟოლიმ მადლობა გადაუხადეს ანკარას ასი ათასობით ერაყელი და სირიელი ლტოლვილთა მასპინძლობის გამო და ამ საქმეში თურქეთი სამაგალითო ქვეყნად აჩვენეს

სტარის კორესპონდენტი უნგრეთიდან იტყობინება, რომ ამ ქვეყნის დედაქალაქ ბუდაპეშტში და სხვა დიდ ქალაქებში მუზეუმთა საღამო გაიმართა და მათ ფარგლებში ამ ქვეყნის მუზეუმებში არსებული თურქი შედევრებიც გამოფინეს. ამავე ცნობით ბუდაპეშტში ძალიან აქტიური იყო იუნუს ემრეს სახელობის თურქული კულტურის ცენტრი, რომელიც სხვა მუზეუმებივით გვიან ღამემდე იყო ღია და მოზიარეებს თურქული ფოლკლორული ანსამბლის კონცერტით, ჩაით, ყავით და ტკბილეულობით ხვდებოდნენ, ხოლო ამის პარალელურად თურქული ხელოვნების ნიმუშებს აცნობდნენ

საინტერესო სტატიას სთავაზობს მკითხველს ჰაბერთურქში საკუთარი ბლოგის მქონე ისტორიკოსი თანამშრომელი მურატ ბარდაქჩი. იგი ეყრდნობა რა ოსმანურ და ევროპულ წერილობით წყაროებს, წერს რომ, როცა ამერიკის აღმომჩენმა ქრისტეფორე კოლუმბმა თავისი დიდი საზღვაო ლაშქრობისათვის ევროპაში ვერ მონახა ფინანსური სპონსორი, მან ოსმანეთის იმდროინდელ სულთანს ბეაზიდ მეორეს მიმართა და უთხრა, რომ თუ ფინანსურად დაეხმარებოდა და გემებს მისცემდა მას, მაშინ, იგი ყველა ახალ აღმოჩენილ ტერიტორიებს ოსმანეთს დაუქვემდებარებდა, მაგრამ, ბეაზიდი არ დათანხმდა კოლუმბის ამ წინადადებას და რომ დათანხმებოდა, აღმოჩენილი ამერიკა ოსმანეთის ტერიტორიებში შევიდოდა

“თურქეთში ლურჯ დროშიანი პლაჟების რაოდენობა გაიზარდა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას საბაჰში და მასში ვკითხულობთ: როგორც ცნობილია საერთაშორისო გარემოსდაცვითი ფონდი EFF, ყოველწლიურად ლურჯი დროშით აჯილდოებს იმ ქვეყნების პლიაჟებს, რომლებიც სისუფთავით, გარემო ბუნების დაცვითი კრიტერიუმებით, საერთაშორისო სტანდარტებით, მაღალი მომსახურებით და სხვა პარამეტრებით აკმაყოფილებენ მათ მოთხოვნებს და დღეს ასეთი ლურჯი დროშით დაჯილდოებულ თურქული პლიაჟების რაოდენობამ 436-ს მიაღწია. მოკლედ, ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში თურქეთში ლურჯი დროშის მქონე პლიაჟთა რაოდენობა 2 ნახევარჯერ გაიზარდა, წერს საბაჰი

და ბოლოს მილლიეთის კულტურის გვერდზე გამოქვეყნებული სტატიით ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კვიპროსში 100%-ით მოიმატა უცხოელ ტურისტთა რაოდენობამ, როცა მის საწინააღმდეგოდ სამხრეთ კვიპროსში 30%-იანი დაკლება შეინიშნება


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები