თურქული პრესა 01.06.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

299709
თურქული პრესა 01.06.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ საბაჰში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის თავდაცვის მრეწველობამ სწრაფად განვითარების მხრივ ამ ბოლო წლებში დიდი ნახტომი გააკეთა და დაიწყო რა სამამულე ტანკების, მოიერიშე ვერტმფრენების, თვითმფრინავების, უპილოტოების, ქვეითთა ავტომატების და სხვა სამხედრო იარაღების წარმოება, მათი უცხოეთში, კონკრეტულად კი აშშ-ში, ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში, პაკისტანში, ინდონეზიაში, მალაიზიაში, კავკასიაში და ახლო აღმოსავლეთში ექსპორტიც დაიწყო. ამავე ცნობით თურქეთის თავდაცვის მრეწველობა მარტო მიმდინარე წელში 2 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღს გაიტანს

იენი შაფაკის ეკონომიკური მიმომხილველი თურქეთის ახალ ეკონომიკურ ჟურნალ “ Derin Ekonomi“-ზე (ღრმა ეკონომიკა) დაყრდნობით ისლამური ქვეყნების ყველაზე წარმატებულ 50 ფირმის ხელმძღვანელის სიას აქვეყნებს და მასში თურქეთიდან საჰაერო ფლოტის გენერალური დირექტორი თემელ კოტილი, ფირმა Enka-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე მეჰმეტ სინან ტარა, Koç Holding-ის ხელმძღვანელი თურგაი დურაქი, მაღაზიების ქსელ BİM-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე გალიპ აიქაჩი და Yıldız Holding-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე მურატ ულქერი შევიდნენ. ამ სიაში პირველ ადგილზეა აზერბაიჯანის ნავთობ ფირმა SOCAR-ის თავჯდომარე როვნაგ აბდულლაევი, წერს იენი შაფაკის ეკონომიკური მიმომხილველი

“პირველი თურქული ავტომობილი კონვეიერიდან 2020 წლამდე გამოვა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას სტარში, რომელშიც ინტერვიუ არის გამოქვეყნებული თურქეთის მეცნიერების, მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრ ფიქრი იშიქთან. მისი თქმით ბოლო სტადიას მიუხლოვდნენ სამამულე ავტომობილის წარმოების საკითხში და მალე ხელი მოეწერება რა შესაბამის კონტრაქტს, 2020 წლამდე პირველ თურქულ ავტომობილს გამოუშვებენ, რომელიც ელექტროენერგიაზე იმუშავებს

ჰაბერთურქი მსოფლიოში განთქმული თურქი მოდელიორის ათილ კუტოღლუს განცხადებას ანთავსებს, რომელშიც იგი ამბობს, რომ ახლო ხანებში ქალაქ ბურსაში წარმოებული ქსოვილებისაგან დამზადებული დეფილე გამართეს, რომლის დასრულების შემდეგ მათ შეკვეთები მიიღეს მსოფლიოს ისეთი განთქმული პირებისგან, როგორებიც არიან ფრანგი მომღერალი ვიქტორ ლაზლო, ავსტრიის სამეფო ოჯახის წევრები, ფორმულა პირველის პატრონის ბერნიე ეკლესტონის ქალიშვილი თამარა ეკლესტონი და ა.შ.

ვათანი სპორტულ გვერდზე იუწყება, რომ ცენტრალური ანატოლიის ქალაქ კახრამანმარაშში გუშინ მშვილდოსნობით აიღო სტარტი თურქული ტრადიციული უძველესი თამაშების ფესტივალმა, რომელშიც 20 ქვეყნიდან 450 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. ეს ფესტივალი მიზნად ისახავს ახალგაზრდების დაინტერესებას ტრადიციული სპორტისადმი, ვკითხულობთ ვათანში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები