თურქული პრესა 29.05.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

296233
თურქული პრესა 29.05.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ვიცე-პრემიერი ნუმან კურთულმუში სიტყვით გამოვიდა ჰაზარის სტრატეგიული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სახელწოდებით “თურქეთის კონკურენტუნარიანობის ძალა და პარტნიორობა ტრანსატლანტიკურ სავაჭრო ინვესტიციებში“ და თქვა, რომ ანკარამ იჩქარა, როდესაც 1995 წელს შევიდა ევროკავშირის საბაჟო გაერთიანებაში, რადგან, ამან მხოლოდ ევროკავშირს მოუტანა სარგებლობა, ხოლო თურქეთმა კი იზარალა და ახლა თუ ევროკავშირ-აშშ-ს შორის მზადებულ ტრანსატლანტიკური პარტნიორობის შეთანხმებაში არ გაითვალისწინებენ ანკარის ინტერესებს, მაშინ, თურქეთი გამოვა ევროკავშირის საბაჟო გაერთიანებიდან

“სივასი ბრაზილიელებს იზიდავს“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას საბაჰში და მასში ვკითხულობთ: ცნობილმა ბრაზილიელმა ფეხბურთის ვარსკვლავმა რობერტო კარლოსმა დაასრულა თუ არა საფეხბურთო კარიერა, იგი ტექნიკურ მწვრთნელად იქნა მიწვეული ქალაქ სივასის საფეხბურთო კლუბ “სივასპორში“. ახლა კი ბრაზილიის ყველაზე უდიდესმა და მსოფლიოს სიდიდით მე-8 ცემენტის მწარმოებელმა ბრაზილიურმა ფირმა “Votoranti“-მ თავის ახალ საინვესტიციო რეგიონად სივასი აირჩია და აქ 140 მილიონი ევროს ღირებულების ცემენტის ქარხანას ააშენებს რა, ამით თურქეთში მეორე ცემენტის ქარხანა ექნება და ხელში ჩაიგდებს თურქეთის ბაზრის 42%-ს.

იენი შაფაკი ინტერვიუს აქვეყნებს 2010 წლის 31 მაისს თურქულ ჰუმანიტარულ გემ “მავი მარმარა“-ზე ისრაელის კომანდოსების მხრიდან განხორციელებული თავდასხმის დროს ამ გემზე მყოფ აქტივისტ მეჰმეტ ვურალთან, რომელიც ამბობს, რომ მათ საკომპენსაციო სარჩელი აღძრეს ისრაელის და მისი სამხედროების წინააღმდეგ და თუ მოიგებენ ამ დავას, მაშინ, კომპენსაციის სახით მოგებულ ფულს პალესტინელ ბავშვებს დაურიგებენ. როგორც ცნობილია ხსენებულ გემს ჰუმანიტარული დახმარება ჩაჰქონდა იმ დროს ისრაელის არმიის მხრიდან ალყა შემორტყმული ღაზელებისათვის და ისრაელის კომანდოსებმა მასზე თავდასხმა განახორციელეს რა, 9 კაცი მოკლეს

ჰაბერთურქი კულტურის გვერდზე იტყობინება, რომ ქალაქ ბურსაში 25 მაისს დაწყებული საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 15 ივნისამდის გაგრძელდება და მის ფარგლებში თურქ მუსიკოსებთან ერთად სცენაზე გამოვლენ მსოფლიოს ისეთი ცნობილი როკ ჯგუფებიც, როგორებიც არიან Europe, reggae, dub და funk. ამავე სტატიით ბურსის სცენაზე გამოვა ასევე და თურქ მუსიკის მოყვარულებს გაახარებს soul მუსიკის უდიდესი ახალგაზრდა წარმომადგენელი, პოლონელი მარიკაც


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები