თურქული პრესა -17.05.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

277744
თურქული პრესა -17.05.2015


მიმოხილვას გაზეთ ”სტარ”-ით დავიწყებთ, რომლის ცნობითაც ისევ გაგრძელდება სტაბილურობა, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია ინვესტიციის დამბანდებელი ინვესტორებისთვის. სწამთ, რომ არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება ეს სტაბილურობა.
ანკარის სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ნურედინ ოზდემირის განცხადებით, უფრო ყურადღებით იქნებიან არჩევნების შემდეგ. ზორლუს ჰოლდინგის და ქიბარ ჰოლდინგის თავჯდომარეების აჰმედ ზორლუს და ალი ქიბარის განცხადებით კი თანდათან ხდება ყველაფრის ნორმალიზება, მნიშვნელოვანია სტაბილურობა, რომლის შემდეგაც ბრუნვაში შევა მოსალოდნელი კაპიტალი.
გაზეთი ”იენი შაფაკ”-ი კი წერს, რომ წელს მოსალოდნელია, UNESCO-ს მსოფლიოს მემკვიდრეობის დროებით სიაში შეტანილი ასპენდოსის ანტიკური ქალაქის მუდმივ სიაში შეტანა.
ანტალიის სერიკის რაიონში მდებარე ანტიკური ქალაქის გარემოცვის გაშენება ხდება იუნესკოს კრიტერიუმების დაცვით.
ასპენდოსის ანტიკური თეატრი გაშენებულია ჩვწ-აღ-ის მეორე ათასწლეულში და დღეს გამოიყენება კონცერტების და სხვადასხვა ღონისძიებებისთვის.
გაზეთი ”ჰაბერ თურქ”-ი კი აღნიშნავს, რომ შვეციურმა გაზეთმა დაიცვა იდეა, რომ მექსიკელების ტრადიციული საჭმელი ”თაკო” ეკუთვნის თურქებს. აღნიშნავს, რომ მე-14-ე, მე-15-ე საუკუნეებში ახლო აღმოსავლეთში მებატონე ოსმანეთში გავრცელებული ყოფილა საჭმელი სახელწოდებით ”შავურმა”, რომელიც მექსიკაში დამკვიდრებულა ”Taco al pastor”-ის სახელწოდებით.
მეოცე საუკუნის დასაწყისში 36 ათასი ადამიანი გადასახლდა ოსმანეთის ტერიტორიებიდან მექსიკაში და არ არის გამორიცხული, რომ მათი წყალობით ამ ოსმანურ საჭმელს გაეცნო მექსიკელი ხალხიც.
გაზეთი ”ვათან”-ი მკითხველს აცნობს, რომ საერთაშორისო გასართობი ატრაქციონების და პარკების ბრენდების კავშირის IAAPA- ევროპის საგაზაფხულო ფორუმი 21-23 მაისს ჩატარდება სტამბოლში. მას შეუერთდებიან პარიზის Desniyland-ის მსგავსი მსოფლიოს აღიარებული ატრაქციონების CEO-ები.
IAAPA-ის ევროპის ოპერაციების თავჯდომარის კარენ სტალეის განცხადებით, იმის გამო, რომ თურქეთია ევროპაში ყველაზე საინტერესოდ განვითარებული მოვლენების წარმომადგენელი, ღონისძიებისთვის იგი არჩიეს.
სტამბული ვაილანდით, თემაპარკით სავაჭრო ქუჩებით, წარმოადგენს სხვადასხვა კონცეფციას და მიიღო საერთაშორისო ჯილდო.
გაზეთი ”საბაჰ”-ი კი წერს, რომ მომიჯნავე სახელმწიფოებში მიმდინარე პრობლემების მიუხედავად თურქეთის ტურიზმი დადებითი გზით მიემართება.
მსოფლიოს ტურისტების ორგანიზაციის ყველაზე მეტი ტურისტის მიმღები ქვეყნების სიაში თურქეთი მეექვსე ადგილზეა.
ამას ხელს უწყობს ისიც, რომ თურქეთის საავიაციო გზებს მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოში აქვს მი-მოსვლა, გააჩნია გამარტივებული სავიზო რეჟიმი.
მსოფლიოს ყველაზე უდიდესი აეროპორტის გაშენებით ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები