თურქული პრესა -14.05.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

274367
თურქული პრესა -14.05.2015

მიმოხილვას გაზეთ ”იენი შაფაკ”-ით დავიწყებთ, რომელიც წერს, რომ თურქეთის ახალი სამრეწველო ობიექტები აფრიკა და ევრაზიაა.
უკვე ცნობილი გახდა, რომ თურქეთის ოთხწლიანი ახალი სამრეწველო სტრატეგია საშუალო და მაღალი ტექნოლოგიური პროდუქტების დიზაინში იქნება აფრიკა და ევრაზია.
გარდა ამისა, თურქეთი, რომელმაც 20 წლის შემდეგ, საბაჟოს გადასინჯვის საკითხში დაიყოლია ევროკავშირი, იმედიანად უყურებს შეხვედრებს.
ეკონომიკის მინისტრის ნიჰად ზეიბექჩის ცნობით, თურქეთ-ევროკავშირს შორის ურთიერთობებში წინსვლა განხორციელდება იმ საკითხებში მომხდარი შესწორებებით, რომელთა შესახებაც შეთანხმება იქნება მიღებული.
გაზეთი ”სტარ”-ი წერს, რომ ეკონომიკასა და პოლიტიკაში მიღწეულმა სტაბილურობამ, უცხოელი ინვესტორების ნდობა მოიპოვა.
გაზარდა თურქული ლირით დაინტერესება. უცხოური კაპიტალის შემოსვლით მკვეთრი დაცემა მოხდა დოლარის ღირებულებაში, საფონდო ბირჟა 1,23 %-ით გაიზარდა.
სამ დღეში ნახევარი ქულით დაეცა პროცენტის მაჩვენებელიც.
გაზეთ ”ჰაბერ თურქ”-ის ცნობით, სასოფლო-სა მეურნეო წარმოებაში მსოფლიოში მერვე ადგილზე გავედით”. გაზეთი ყურადღებას ამახვილებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მეჰდი ექერის სიტყვებზე.
თურქეთი 61 მილიარდი დოლარის სასოფლო-სამეურნეო წარმოებით ევროპაში უკანასკნელ 6 წელიწადში მეოთხე ადგილიდან ავიდა პირველ ადგილზე და მსოფლიოში დაიკავა მერვე ადგილი.
ბანკების სოფლის მეურნეობისთვის დახმარება უტოლდება 50 მილიარდ ლირას.
ისევ დაუბრუნდა თურქეთი მეცხვარეობას და გაიზარდა წარმოება.
”ევროპიდან სტამბოლში ველოსიპედის ”ტურიზმი”-ასეთი სათაურის სტატიას წერს გაზეთი ”მილლიეთ”-ი.

აღნიშნავს, როშ დღის წესრიგშია შვეციიდან ბულგარეთამდე ველოსიპედის გზის სტამბულამდე გაგრძელება.
ეს პროექტი გამოაცოცხლებს ტურიზმს და პოპულარობას შესძენს მას. ყურადღებას იქცევს ისიც, რომ მოტოციკლეტით სტამბოლში მოგზაურობის მსურველთა რაოდენობა ბევრია. თურქეთი დადებითად უყურებს ამ პროექტს, რომლითაც ახალი ხიდი გაშენდება თურქეთ-ევროკავშირს შორის.
გაზეთი ”საბაჰ”-ი წერს, რომ თურქეთის ტურისტული სასტუმროების და ინვესტორთა ასოციაციის პრეზიდენტის თიმურ ბაინდირის ცნობით, ამჟამად მუშაობენ პროექტზე, რომლითაც შესაძლებელი იქნება თურქეთის საავიაციო გზებით მოგზაური აფრიკელი ტურისტების სტამბოლში ერთი ღამით სტუმრობა.
რაც შეიძლება მოკლე დროში სურთ ამ პროექტის ცხოვრებაში გატარება. იგი თავისებურ დადებით როლს შეასრულებს სატრანზიტო გზით მოგზაური ტურისტების ფინანსურ მდგომარეობაზე და გაიზრდება ტურიზმის შემოსავალიც.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები