10.05.2015 თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

268988
10.05.2015 თურქული პრესა

მიმოხილვას გაზეთ ”სტარ”-ით დავიწყებთ, რომელიც წერს პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანის
სტამბოლის ფარუკ სარაჯის პროფესიული სასწავლებლის გახსნით ცერემონიაზე გაკეთებული მოხსენების შესახებ.
პრეზიდენტის განცხადებით გასულ წელს თურქეთისთვის დიზაინთან დაკავშირებით შესული იყო 40 ათასზე მეტი განაცხადი. ამ რიცხვით, თურქეთი ევროპაში იყო მეორე, მსოფლიოში კი მეოთხე ადგილზე.
2014 წელში კი, 110 ათასი ბრენდის განაცხადით, თურქეთი ევროპაში გახდა ბრენდის ყველაზე მეტი განაცხადის მქონე სახელმწიფო.
გაზეთ ”იენი შაფაკ”-ის ცნობით, ვაჭრობის თავისუფლებით, 18 %-ით გაიზარდა მოცულობა.
2014 წელში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (STA) მქონე სახელმწიფოებთან ექსპორტი გაიზარდა 18 %-ი და გახდა 17.7 მილიარდი დოლარი.
წლის პირველ ორ თვეში STA მქონე სახელმწიფოებთან ექსპორტი გაიზარდა 30 %-ი და გახდა 4 მილიარდი დოლარი.
გაზეთი ”ჰაბერ თურქ”-ი კი წერს, რომ სტამბოლი ირანის და ჩინეთისთვის ფორუმის ცენტრად იქცა.
მსოფლიოში კვლავ ეკონომიკური ინტეგრაციის გზით მიმავალი ირანი თავისი პროდუქციის გასაღებისთვის პირველ ნაბიჯს სტამბოლში გადადგამს.
CNR Holding-ის აღმასრულებელი საბჭოს თავჯდომარის ჯეიდა ერემის განცხადებით 15-18 ოქტომბერს, ირანი Expo-ს სახელით მოახდენს ქვეყნის საექსპორტო პროდუქციი გაცნობას. China Homelife-ს სახელწოდების რიგით მეორე ფორუმი ჩატარდება 3-6 ივნისს.
გაზეთი ”საბაჰ”ის ცნობით,
ყველაზე აღიარებული ტურიზმის, მარმარისის ცენტრი განაგრძობს მილიარდი ღირებულების მეგა იახტების პორტად გადაქცევას.
წინა დღეს პორტის, ალ სალამის რაიონს ეწვია საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის ლუქსი იახტა. შემდეგ კიდევ ერთი დიდებულის, ლატსის ოჯახისთვის განკუთვნილი მეგა იახტა 'Turama' ჩამოვიდა. 117 მეტრის სიგრძის და 20 მეტრი სიგანის, მალტის აფრიანი იახტა საწვავის ჩასხმის მიზნით შეჩერდა მარმარისის პორტში.
გაზეთი ”ვათან”-ი წერს, რომ წლეების განმავლობაში იზმირში, ავადმყოფების, და უმწეო ადამიანებისთვის, უანგაროდ დახმარების გამწევი, ბავშვებში ”სუზანა დედის” სახელით ცნობილი 89 წლის სუზან ქიზილგოჩი, საერთაშორისო Inner Wheel-ის ქალთა კლუბის მხრიდან წარდგენილ იქნა 'Margarette Golding-ის პრემიაზე.
აქამდე კიდევ სხვა 4 თურქი ქალისთვის მიცემული ჯილდოთი კმაყოფილება და სიამაყე გამოთქვა ქიზილგოჩმა. და დაამატა, რომ ეს სამუშაოები, რომ არა იგი სულიერად მოკვდებოდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები