თურქული პრესა -05.05.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

262058
თურქული პრესა -05.05.2015

თურქული პრესა -05.05.2015
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა
მიმოხილვას გაზეთ ”იენი შაფაკ”-ით დავიწყებთ, რომლის ცნობითაც თურქეთი ენერგეტიკის დერეფანი ხდება. გაზეთი წერს, რომ თურქეთი თავისი ინტენსიური ენერგო პოლიტიკით სწრაფი ტემპით მიემართება ენერგეტიკის სფეროში დერეფნად გადასაქცევად.
ეს იქნება აზერბაიჯანიდან თურქეთის გატარებით ევროპაში გასასვლელი ტრანს ანადოლუს ბუნებრივი გაზის მაგისტრალი TANAP-ი თუ რუსეთიდან თურქეთზე გატარებით ევროპისთვის გადასაცემი თურქული ნაკადის პროექტი.
ირან-აშშ-ს შორის ურთიერთობის ნორმალიზება კი, თურქეთს გადააქცევს ირანის დასავლეთში შემავალ კარიბჭედ.
გაზეთ-ი ”სტარ”-ი წერს, რომ პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა გასულ თვეს ირანში ვიზიტის დროს გამოთქვა სურვილი ვაჭრობაში ადგილობრივი ფულის ერთეულის გამოყენების შესახებ.
ხსენებულ საკითხში ორივე სახელმწიფომ დაასრულა შეთანხმება და ახლა მუშაობენ დამატებითი ღონისძიებების ირგვლივ. ვაჭრობის გაიოლების მიზნით ასევე ყურადღებას ამახვილებენ გაცვლით მეთოდზეც.
გაზეთი ”ჰაბერ თურქ”-ი წერს TEB BNP Paribas İstanbul Open-ის შესახებ, რომელიც დასრულდა მსოფლიოს ჩოგბურთის ჩემპიონის როჯერ ფედერერის გამარჯვებით. გაზეთის ცნობით მატჩებს ერთ კვირაში შეუერთდა 60 ათასი გულშემატკივარი. სოციალურ მედიაზე ამ ამბავმა დიდი გავლენა იქონია. ტურნირს თვალს ადევნებდა 248 მედიის წარმომადგენელი. ტურნირის ვებ გვერდში განთავსებულ იქნა 170 ათასი ჩვენება, facebook-ის 6 ათასმა მიმდევარმა მოახდინა 1,4 მილიონი პოსტ-დათვალიერება. ფედერერმა, რომელსაც ჰყავს 2 მილიონ 870 ათასზე მეტი twitter-ის მიმდევარი, ტურები ჩაატარა სტამბოლის ბოღაზიჩის სრუტეში, უპასუხა 10.000 tweet-ის მიმდევარს.
გაზეთი ”საბაჰ”-ი წერს , რომ მცირე და საშუალო ბიზნეს მიმდევრების (KOBİ) გამოგონებებმა გადალახეს თურქეთის საზღვრები. 25 წელია გამაგრილებელი ტექნოლოგიების ირგვლივ მომუშავე AR-GE-ს მწარმოებელმა 70 %-ზე მეტი მომჭირნეობის მომპოვებელმა Cantek-მა ახალი ”Octosense”-ს გამოგონებით მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. მანქანათ შორისო კონტაქტების და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებით მოპოვებული აღმოჩენა შევიდა გლობალურ ბრენდების რადარში.
აღმოჩენა ახლო ხანებში გამოყენებულ იქნება მაცივრებში კონდიციონერებში, ყველანაირ გამაგრილებელ სისტემებში.
”ბელგიის სამეფოს ჯილდოს მფლობელი თურქი ექიმი” ასეთი სათაურით იპყრობს ყურადღებას გაზეთი ”ვათან”-ი. გაზეთის ცნობით პანკრეასის სიმსივნის ოპერაციის ტექნიკით, ბელგიის მეფის მხრიდან უმაღლესი ჯილდო მიენიჭა ქირურგ პროფესორს ბაქი თოფალს. მისი ტექნიკა აღიარებულ იქნა მსოფლიოში.
იგი მუშაობს ავადმყოფობის წარმომქმნელ უჯრედებზე. ახლა კი მიზნად ისახავს ერთ ცენტრში მოუყაროს თავი პანკრეასის ოპერაციებს.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები