თურქული პრესის მიმოხილვა 11.04.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

233560
თურქული პრესის მიმოხილვა 11.04.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაქით დავიწყებთ, რომელშიც ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალური მდივნის ანგელ გურრიას განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალური მდივანი ანგელ გურრია აცხადებს, რომ გლობალური ინვესტიციები შემცირდა, ამიტომ თურქეთში ჩასატარებელი G20 სამიტს დიდი მნიშვნელობა აქვს. სტამბოლში გამართულ G20-ის გლობალური კორპორაციული მართვის ფორუმზე სიტყვით გამოსულმა გურრიამ განაცხადა, რომ ინვესტიციების გასაზრდელად სტრუქტურული რეფორმებია სჭირო და სწორედ თურქეთში ჩასატარებელ G20-ის სამიტზე იქნება განხილული მსგავსი საკითხები.

სტარიში ვკითხულობთ სტატიას სახელწოდებით ”აქქუიუს საძირკველი 14 აპრილს ჩაიყრება” და მასში ვკითხულობთ. თურქეთის ქალაქ მერსინის გულნარის რაიონში თურქეთის პირველი ბირთვული სადგურის, ”აქქუიუს” საძირკველი, მიმდინარე თვის 14 აპრილს ჩაეყრება. 20 მილიარდ დოლარიანი ინვესტიციის პროექტის პირველი სტრუქტურა 2020 წელს ხოლო 3-ე და მე-4 სტრუქტურა კი 2022 წელს შევა ექსპლუატაციაში.

ჰაბერ თურქი წერს, რომ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ორგანოს მიერ გავრცელებული განცხადებით 4G ინტერნეტის ტენდერის თარიღი ცნობლია და იგი მიმდინარე წლის 26 მაისს ჩატარდება.

იენი შაფაქი იუწყება, რომ თურქეთის გარემოს დაცვის და ურბანული დაგეგმარების მინისტრის იდრის გულლუჯეს განცხადებით, მსოფლიო კადასტრის სამიტი წელს სტამბოლში უნდა გაიმართოს, რომელშიც 80 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. სამიტზე 150-მდე მეცნიერული ინფორმაცია იქნება განხილული და ამის პარალელურად სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ინფორმაციების გაცვლაც მოხდება.

საბაჰის მიხედვით საუდის არაბეთის ფირმა თასნეი და ავსტრალიის ენორგო კომპანია დიესოლი თურქეთის ქალაქ მერსინში მზის ენერგიის სფეროში ინვესტიციების ჩადებას გეგმავენ, რითაც 2 ათას 500 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ჰაბერ თურქში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით ” თურქი აინშტაინი რეანიმაციაშია” და მასში ვკითხულობთ. თურქ აინშტაინად ცნობილი ქიმიკოსი და მოლეკულური ბიოლოგიის პროფესორი ოქტაი სინანოღლუ რეანიმაციაშია. მსოფლიოში მოლეკულური ბიოლოგიის დარგში პირველ პროფესორთაგან სინანოღლუ კომაში ჩავარდა, რის გამოც იგი ხელოვნურ სასუნთქ აპარატზე გადაიყვანეს.

სტარში გავრცელებული ინფორმაციით NASA იმედოვნებდა რომ 15 წლის განმავლობაში კოსმოსში ცოცხალ არსებას აღმოაჩენდა და ამის შესახებ ინფორმაცია სწორედ გუშინ გავრცელდა. ასტრონომების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 450 სინათლის წლის დაშორებით სიცოცხლისთვის საჭორო RNA-ს და DNA-ს მოლეკულები იქნა აღმოჩენილი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები