თურქული პრესის მიმოხილვა 06.04.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

227637
თურქული პრესის მიმოხილვა 06.04.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაქით დავიწყებთ, რომელშიც სელჩუკთა სულთნის, ალფარსლანის საფლავის აღმოჩენის შესახებაა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: როგორც ცნობილია თურქების ანატოლიაში ჩამოსვლა დამკვიდრებას ხელი შეუწყო 1071 წელს მალაზგირთის ომმა, რომელშიც თურქებმა ბიზანტიელებზე გაიმარჯვეს და ამ თურქულ არმიას სათავეში სულთან ალფარსლანი ედგა. მისი საფლავის აღმოსაჩენად თურქმენეთის ქალაქ მერვში გათხრების დროს მნიშვნელოვან აღმოჩენებს მიაკვლიეს. თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის და კოორდინაციის სააგენტო TİKA-ს ორგანიზებით ჩატარებულ გათხრების შედეგად წარწერებიანი საფლავის ქვები იქნა აღმოჩენილი. ამან კი გათხრების მწარმოებლებს ალფარსლანის საფლავის დასადგენად ერთგვარი იმედები მისცა, წერს იენი შაფაქი.

ჰაბერ თურქში ვკითხულობთ სტატიას სახელწოდებით ”აქქუიუს პროექტი რუსული კი არა, თურქული პროექტია” და მასში ვკითხულობთ. თურქეთის პირველი ბირთვული ელექროსადგური, რომელიც ქალაქ მერსინის აქქუიუს რაიონში უნდა აშენდეს, აქქუიუს NGS-ს ფირმის გენერალურმა დირექტორმა ფუად ახუნდოვმა განაცხადა, რომ ეს თურქეთის პროექტია. ”აქქუიუ NGS თურქული ფირმაა და მთელი ინვესტიციები თურქეთისათვის ჩადო. იმის შსახებ რომ თითქოს რუსეთში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის გამო ფირმასაც რაიმე პრობლემები აქვს, ეს სრული სიცრუეა”, განაცხადა ახუნდოვმა. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთმა დღემდე აღნიშნულ პროექტში 3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო.


სტარი წერს, რომ თურქეთი წელიწადის ოთხ სეზონს ერთდროულად განიცდის, ეს კი ზამთრის და ზაფხულის ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. ბოდრუმში ორი კვირაა კარგი ამინდებია, რამაც ზღვის სეზონის ადრე გახსნას შეუწყო ხელი. ტურისტები კი ამ მდგომარეობით ძალიან კმაყოფილები არიან. ბოდრუმში ზღვის ტემპერატურა 20 გრადუსია. ამის პარალელურად კი თურქეთის აღმოსავლეთ რეგიონებში ზამთრის ტურიზმი ჯერ კიდევ გრძელდება.

ვათანიში ვკითხულობთ სტატიას სახელწოდებით ”წყლის ქვეშ სამი დღე უნდა დაჰყოს” და მასში ვკითხულობთ: თურქი მყვინთავი ჯემ ქარაბაი ინგლისელი მყვინთავის ვილლ გოდმანის 48 საათიანი წყლის ქვეშ დარჩენის რეკორდის მოხსნას აპირებს. იგი ამ რეკორდის მოხსნას ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ სახელმწიფოში ზღვაში ჩაყვინთვით შეეცდება. მას ასევე აკვარიუმში ყველაზე დიდი ხანით გაჩერებული ადამიანის ტიტული აქვს. ქარაბაიმ აკვარიუნში 192 საათი და 19 წუთი გაჩერება შესძლო. ჯემ ქარაბაი ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ სახელმწიფოში ზღვაში 17 ივლისს ჩაყვინთავს და 20 ივლის ამოვა.

საბაჰი იუწყება, რომ ავტომობილების დილერის ასოციაცია ყოველწლიურად საავტომობილო კონგრესს მართავს. მიმდინარე წელს კი ეს კონგრესი 7 აპრილს სტამბოლში ჩატარდება. კონგრესზე ავტომობილების საცალო ვაჭრობის საკითხი უნდა განიხილონ. კონგრესზე სიტყვით გამომსვლელები აშშ-ს ერთ-ერთი საავტომობილო ფირმის Group 1 Auto-ს გენერალური დირექტორი ეარლ ჰასტერბერგი, ჯა ფოსკარის უნივერსიტეტიდან ლეონარდო ბუზავო და სხვები იღებენ მონაწილეობას. თურქეთს ავტომობილების სექტორში ერთ-ერთი მსხვილი საბაზრო პოტენციალი აქვს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები