თურქული პრესა 03.04.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

223844
თურქული პრესა 03.04.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, აშშ-ში რესპუბლიკელმა ფლორიდის სენატორმა კურტ კლავსონმა 1915 მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუცია მოამზადა. რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია: „წარმომადგენელთა პალატა აშშ-ს პრეზიდენტს მოუწოდებს მომდევნო 100 წელში ნეიტრალური, კონსტრუქციული და ხანგრძლივი თურქეთ-სომხეთის კავშირების ჩამოსაყალიბებლად კონგრესის წევრებისაგან, თურქეთისა და სომხეთის წარმომადგენლებისაგან შეიქმნას სამუშაო ჯგუფი“. ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ გარემოში, სადაც ირანმა რუსეთთან კავშირები გააღრმავა, აშშ-ს ძალა შემცირდა, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორის გეოგრაფიულმა პოზიციამ თურქეთი რეგიონში რადიკალიზმთან ბრძოლაში მნიშვნელოვან პარტნიორად აქცია.

გაზეთი „იენი შაფაკი“ იუწყება, რომ მთელს მსოფლიოში ისლამური ფინანსური ინსტრუმენტებისადმი ინტერესი დღითიდღე იზრდება. საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციის Standard&Poor-სის ისლამური ფინასის დირექტორმა მოჰამედ დამაკმა განაცხადა: „თურქეთის ეკონომიკური ზრდა დადებითია. ეკონომიკური ზრდის დაფინანსებაში ისლამური ფინანსური ინსტრუმენტები შემავსებელ ალტერნატივად შეიძლება იქნას გამოყენებულ. თურქეთში, სადაც ისლამური საბანკო სექტორისადმი ყურადღებაც გაიზარდა, დავინახეთ, რომ ბანკები უპროცენტო ფინასური სერთიფიკატების ექსპორტს ახორციელებენ. ზოგიერთი კომპანია მომავალში ვფიქრობთ, რომ აუცილებლად შევა ფინასური სერთიფიკატების ბაზარზე“.

გაზეთ „საბაჰი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „პრინცი ჰარი გალიპოლში ჩამოდის“, რომლის თანახმადაც, ინგლისის სამეფოს ტახტის მემკვიდრეებიდან, 30 წლის უელსის პრინცი ჰარი, არმიაში კარიერის დასრულებამდე 25 აპრილს ანზაკებთან ერთად გალიპოლში ჩამოვა. ავსტრალიელი სამხედროები ანზაკები გალიპოლის ბრძოლის მეასე წლისთავის აღსანიშნავად ჩამოვლენ და პრინც ჰარისთან ერთად მისი მამა პრინცი ჩარლზიც ჩამოვა.

გაზეთი „მილიეთი“ იუწყება, რომ იწყება 34-ე სტამბოლის კინოფესტივალი, რომელიც 19 აპრილამდე გაგრძელდება და მასზე 200-ზე მეტი ფილმი იქნება წარმოდგენილი. ფესტივალი დღეს საღამოს ერნესტო დარანას სერრანოს ფილმის „კონდუქტას“ ჩვენებით გაიხსნება და ფესტივალის სტუმრებს შორის იქნებიან ბაჰმან გობადის, ლონე შერფიგის და კრისტიან პეტცოლდის მსგავსი რეჟისორები.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“ იუწყება, რომ ანკარის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის ნიჭიერმა მოცეკვავეებმა ოზგე ონათმა და ილჰან დურგუთმა მონაწილეობა მიიღეს სპოლეტოს საბალეტო კონკურსში, სადაც წყვილებსა და ცალ-ცალკე გამოსავლებში ოქროს მედლები მოიპოვეს.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები