თურქული პრესის მიმოხილვა 21.03.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვ

274773
თურქული პრესის მიმოხილვა 21.03.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ვათანით დავიწყებთ, რომელშიც თურქეთის ეკონომიკის მინისტრის მიერ საბაჟო ერთიანობის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ განაცხადა, რომ ევროკავშირთან საბაჟო ერთიანობის შესახებ მოლაპარაკებები 2016 წელში უნდა დაიწყოს. ხელშეკრულებაში ტრანსატლანტიკური სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობაც უნდა შევიდეს. მისივე თქმით თურქეთის ევროკავშირთან და აშშ-თან ტრანსატლანტიკური სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის შესახებ გასაფორმებელმა ხელშეკრულებამ წინასწარ უკვე დადებითი შედეგების მოტანა დაიწყო. ზეიბექჩიმ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასევე დასძინა: ”ევროკავშირელ მეგობრებს მოვუწოდებ, თუ თურქეთი ტრანსატლანტიკური სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის პროექტში ჩართული არ იქნება, მაშინ საბაჟო ერთიანობის პროექტშიც არ ჩაერთობა. ან ამ პროექტს შევაჩერებთ ან კიდევ სხვა პრობლემები წარმოიქმნება”,განაცხადა მან და დაამატა, რომ თურქეთის არგუმენტების გათვალისწინებით ეს პროექტი წარმატებით განხორციელდება.”

სტარში ვკითხულობთ, რომ თურქეთის Halkbank-მა სერბეთში მოქმედ Cacanska Bank-თან 76,76% წილის შესყიდვასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმა. სერბეთში მოქმედ Cacanska Banka-ს 11 ქალაქში 23 ფილიალი აქვს.

საბაჰი წერს, რომ Master Card-ის ყოვლისმომცველი ზრდის ცენტრმა განვითარებადი ქვეყნების პოტენციალის შესახებ ჩატარებული კვლევების შედეგები გამოაქვეყნა. Master Card-ის მრჩეველის იუვა ჰერდიჩქ ვონგის მეთაურობით ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ თურქეთი 60 განვითარებად ქვეყნებს შორის 60,6 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. კვლევის შედეგებში ასევე აღინიშნა, რომ თურქეთში სამომავლოთ ამ მხრივ უფრო დიდი წინსვლაა მოსალოდნელი.

იენი შაფაქი თურქეთის ავიახაზების სიახლეებზე ამახვილებს ყურადღებას და იუწყება, რომ თურქეთის ავიახაზები ხვალ კიდევ ერთ ახალ ნაბიჯს გადადგამს. 22 მარტს ესპანეთის ლალიგაში El-Clasico უნდა გაიმართოს, რომლის ფარგლებში Real Madrid-ი Barselona-ს მასპინძლობს. თურქეთის ავიახაზების მგზავრებს თვითფრინავში Planet TV-ის მეშვეობით მისი ყურება პირდაპირ ეთერში შეეძლებათ.

მილლიეთის მიხედვით აშშ-ის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში დიდი რაოდენობით ყინულის დნობა შეიმჩნევა. კოლორადოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ზამთრის და ყინულის მონაცემების ცენტრმა (NSIDC) განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ყინულის ფართობი 14,5 მილიონი კვადრატული კილომეტრით შემოიფარგლება. მათივე განცხადებით 1979 წლიდან მოყოლებული, რაც ამ საკითხზე დაკვირვება მიმდინარეობს, ყველაზე დაბალი დონე სწორედ წელს შეიმჩნევა. გასულ კვირას გამოქვეყნებული კვლევეის შედეგად 1975 წლიდან 2012 წლამდე ყინულის დონემ 65% დაიკლო.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები