თურქული პრესის მიმოხილვა 18.02.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

221828
თურქული პრესის მიმოხილვა 18.02.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარით დავიწყებთ, რომელშიც პრემიერ დავუთოღლუს განცხადებას ვკითხულობთ: ”დასავლეთმა ისლამოფობიის წინააღმდეგ ხმა უფრო უნდა აიმაღლოს”. თურქეთის პრემიერმა აჰმედ დავუთოღლუმ პაკისტანში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ყოველგვარი ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივად მოქმედებაა საჭირო. დავუთოღლუმ ასევე თქვა, რომ დასავლეთისგან იგივე რეაქციას ელოდება, როგორც აშშ-ში მუსლიმანების მკვლელობის, ევროპაში მეჩეთების დაწვის, ან პარიზის თავდასხმის დროს გამოხატა დასავლეთმა.

იენი შაფაქი წერს, რომ თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს უფროსმა მეჰმედ გორმეზმა აშშ-ში მოკლული მუსლიმანების ოჯახს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. ისლამის კულტურის ცენტრში წაკითხულმა ამ წერლილმა იქ მყოფები ძალიან დაამწუხრა. ”იმ უდანაშაულო სამი მუსლიმანის მკვლელობამ ყველა დაგვამწუხრა და ჩვენ ყოველგვარ ტერორიზმს ვგმობთ” განაცხადა გორმეზმა. ამავე სტატიით მოკლული მუსლიმანების ოჯახმაც გორმეზის წერილის საპასუხოდ თურქ ხალხს თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა.

ვათანი იტყობინება, რომ ნილუფერ ბულუთმა მსოფლიო ქალთა ლიდერობის ჯილდო აიღო. საერთაშორისო ორგანიზაცია World CSR Day (მსოფლიო სოციალური პასუხისმგებლობის) ყოველწლიურად მსოფლიოს ქალ ლიდერთა დაჯილდოების ღონისძიებას მართავს. წელს ეს ღონისძიება ინდოეთის მუმბაის პროვინციაში ჩატარდა. ჯილდო თურქეთის მოქალაქეს, თურქ ბიზნესმენ ქალთა ასოციაციის (TİKAD) ხელმძღვანელ ნილუფერ ბულუთს გადაეცა. მას ეს ჯილდო ქალთა სტატუსის საერთაშორისო მაშტაბით წინა პლანზე წამოყენების გამო გადაეცა.

საბაჰში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, ”ირანელი დიასახლისები თურქული სერიალების სიყვარულით თურქულ ენასაც სწავლობენ” და მასში ვკითხულობთ: თურქული სერიალები ირანშიც ერთგვარი პოპულარობით სარგებლობს, ამიტომ ირანის დედაქალაქ თეირანში გახსნილ თურქული ენის შემსწავლელ კურსებზე უმეტესად ქალები დადიან. მათი ერთერთი ოცნებაა თურქული სერიალების ორიგინალურ ენაზე ყურება. იუნუს ემრეს სახელობის კულტურის ცენტრში ყოველწლიურად 550 ირანელი თურქულ ენას სწავლობს. ასე რომ, თურქულ ენას ირანში თურქეთში სწავლის, ან ვაჭრობის მსურველებთან ერთად, დიასახლისებიც სწავლობენ, წერს საბაჰი.

მილლიეთი სპორტულ გვერდზე იტყობინება რომ ჩოგბურთის ცოცხალი ლეგენდა, როჯერ ფედერერი თურქეთში ჩამოდის.
ე.წ დიდ სლემში 17-ჯერ გამარჯვებული შვეიცარიელი ჩოგანი 27 აპრილიდან 3 მაისს სტამბოლში გასამართ ATP-ს სტამბოლის ღია ტურნირიზე თამაშისათვის ჩამოვა. ფედერერთან ერთად ამ ტურნირზე მსოფლიოს სხვა საუკეთესო ტენისის მოთამაშეებიც ჩამოვლენ, ვკითხულობთ მილლიეთში.

ჰურრიეთის მიხედვით კი თურქეთში სელფის გადაღება მამაკაცებს უფრო უყვართ, ვიდრე ქალებს. ბოლო სამ თვეში სოციალურ ქსელებში განთავსებული 70 ათასი სელფიდან 49% მამაკაცებს, ხოლო 38% ქალებს საკუთარი თავის სელფი აქვთ ჩადებული.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები