თურქული პრესის მიმოხილვა 12.02.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

217139
თურქული პრესის მიმოხილვა 12.02.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ საბაჰში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომელშიც ვკითხულობთ: საპრეზიდენტო სისტემას 54,5%, ახალ კონსტიტუციის შექმნას  კი 65% უჭერს მხარს. საკონსულტაციო ფირმის MAK-ის მიერ საზოგადოებაში ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლინდა რომ თურქეთში მოსახლეობის უმრავლესობა როგორც საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლას, ასევე ახალი კონსტიტუციის შექმნას უჭერს მხარს.

გაზეთ იენი შაფაქის ცნობით დასავლეთში მთავრობა და მედია ხალხში ისლამოფობიას აღვივებს, რაც აშშ-ში მასობრივი მკვლელობის მიზეზი გახდა. ჩრდილოეთ კოროლინას შტატში სამ მუსლიმან ახალდაზრდას თავიანთ სახლში თავს დაესხნენ და სიცოცხლეს გამოასალმეს. აშშ-ს მედიასაშუალებებს და მთავრობას კი ამის შესახებ არავითარი რეაგირება არ მოუხდენია. მოკლული მსლიმანი ახალგაზრდების სახელით სოციალურ ქსელიში საქველმოქმედო გვერდი შეიქმნა. მათ ასევე ადრე ქონდათ შექმნილი სპეციალური ფონდი რისი მეშვეობითაც როგორც პალესტინელ და სირიელ ბავშვებს ასევე აშშ-ს 75 მკვიდრ უსახლკაროს გაუწიეს დახმარება. მათ გვერდზე ასევე ამ მოვლენის უყურადღებობისათვის დაასავლეთის მედიასაშუალებები კრიტიკის საგანი გახდა.

ჰურრიეთის ეკონომიკურ გვერდზე გამოქვეყნებილ სტატიის მიხედვით თურქეთში ავტომობილების წარმოება 2015 წელს 37%-იანი ზრდით დაიწყო. იანვრის თვის წარმოებამ, რომელმაც 103 ათასი შეადგინა, ბოლო 7 წლის რეკორდი დაამყარა. იანვრის თვეში ასევე კომერციული მანქანების წარმოებამ 83%-ით მოიმატა ხოლო ექსპორტი 57%-ით გაიზარდა.

გაზეთი საბაჰი იტყობინება, რომ გენეტიკური კვლევების პრესტიჟულმა სამედიცინო ჟურნალმა Cell-მა მთვარ გვერდზე ადგილი დაუთმო სტატიას სტამბულის ბირუნის უნივერსიტეტის შესახებ, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ჯანდაცვის სექტორში შედის. უნივერსიტეტის რექტორმა ადნან იუქსელმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ უპირველესად სირიაში, ერაყში და ირანში სამი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სფეროში დახმარების გაწევას და ზემოთ ხსენებულ ქვეყნებში სამედიცინო პროგრამების შემუშავებას და გაყიდვას აპირებენ.


ჰაბერ თურქის სპორტულ გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია ”თურქეთის საუკეთესო არდა თურანია” და მასში ვკითხულობთ: არდამ ევროპა დაიპყრო, ფრანგებმა ანალიზი ჩაატარეს. ჰოლანდიელებმა თურქეთის ეროვნული ფეხბურთელის მიმართ გამოკითხვა ჩაატარეს. ესპანეთის მადრიდის ატლეტიკოში მისთვის განკუთვნილი ტრიბუნის მქონე ადრა თურანი ევროპის დაპყრობას აგრძელებს. ფრანგულმა ჟირნალმა So Foot-მა არდას სპეციალური გვერდი მიუძღვნა. ჰოლანდიის ინტერნეტ გვერდმა Voetbalzone -მ ჩაატარა გამოკითხვა ”არის თუ არა არდა თურანი ყველა დროის საუკეთესო თურქი ფეხბურთელი”.  გამოკითხვაში მონაწილეთა 85%-მა დადებითი პასუხი გასცა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები