თურქული პრესა 06.02.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

212723
თურქული პრესა 06.02.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა იორდანიის მეფე აბდულლაჰს და სამძიმარი გამოუცხადა ისლამური სახელმწიფოს ბოევიკების მხრიდან მძევლად აყვანილი იორდანელი პილოტის მუაზ ელ კესასიბეს სიკვდილით დასჯა, ხოლო ამის პარალელურად შეთანხმება მიიღეს, სირიაში ერთობლივად იბრძოლონ როგორც ისლამური სახელმწიფოს, ასევე ესადის რეჟიმის წინააღმდეგ

ჰურრიეთი იუწყება, რომ უახლოეს ხანებში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი, ნატო მართვისა და კონტროლის ექვს ახალ ცენტრს და კიდევ უმაღლესი საბრძოლო უნარის მქონე ავანგარდულ რაზმს შექმნის, რისთვისაც მან თურქეთსაც მიმართა, მაგრამ, ანკარას ჯერ ჯერობით პასუხი არ გაუცია ნატოს ამ მოთხოვნისათვის, თუმცა, ვალდებულია ამ წლის განმავლობაში დააფიქსიროს თავისი პოზიცია და ან უარყოს, ან დათანხმდეს ნატოს ამ ინიციატივას. თურქეთის თავდაცვის მინისტრის ისმეთ ილმაზის განცხადებით, ისინი მიმდინარე წლის ივნისამდის პასუხს გასცემენ ნატოს, რადგან ჯერ ჯერობით არ განუხილავთ მისი ეს ახალი ინიციატივა

“ევროკავშირმა თურქეთის ზრდის პროგნოზი გაზარდა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას იენი შაფაკში და მასში ვკითხულობთ: ევროკავშირის კომისიას მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდა თურქეთისათვის 3,3%-ით ჰქონდა პროგნოზირებული, მაგრამ, ამ პროგნოზის რევიზია მოახდინა და იგი 3,7%-მდე აიყვანა. აქვე ევროკავშირის ამ ანგარიშიდან ნაწყვეტიცაა მოყვანილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ გასულ წელს თურქეთის ბიუჯეტში ღია დეფიციტი 6%-ით დაფიქსირდა, მაგრამ, მიმდინარე წელს იგი 3,6%-მდე დაეცემა, რასაც ხელს შეუწყობს მსოფლიო ბაზრებზე საწვავზე ფასის დაცემა

ვათანის ეკონომიკური მიმომხილველი წერს, რომ 25 წელზე მეტია რაც მსოფლიოში ყველაზე უდიდესი კონდიციონერების მწარმოებელ ფირმა “General“-ს სადისტრიბიუტერო ცენტრი გააჩნია თურქეთში და მისი დახმარებით ჰყიდის თავის პროდუქციას, მაგრამ, ხსენებული ფირმის სამეთვალყურეო საბჭომ ახალი დადგენილება მიიღო, რომლითაც თურქეთის რამდენიმე ქალაქში თავიანთ საკუთარ მარკეტებს გახსნიან და აქ გაყიდიან თავიანთ ბრენდებს

საბაჰი კულტურის გვერდზე იუწყება, რომ თურქმა რეჟისორებმა დაიწყეს მხატვრული ფილმის გადაღება, რომელიც ეძღვნება 1890 წელს იაპონიის სანაპიროებზე ჩაძირული ოსმანური კრეისერის “ერთუღრულის“ თავგადასავალს. ამ ფილმის სცენების გადაღება იაპონიაში დასრულდა და მარტის თვიდან მისი გადაღება გაგრძელდება თურქეთში, წერს საბაჰი და ამატებს, რომ ამ ფილმის სავარაუდო ბიუჯეტი 12 მილიონი ლირა იქნება და ეკრანებზე წლის ბოლოს გამოვა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები