პრესის მიმოხილვა 21.01.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

192907
პრესის მიმოხილვა 21.01.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ჰურრიეთში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის სახელწოდებაც გახლავთ ”მცურავი ხელშეკრულება”. მის მიხედვით ოფიციალური ვიზიტით ერაყში მყოფმა ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა თანერ ილდიზმა განაცხადა, რომ მოცურავე ელექტროსადგურების რაოდენობა, რომლებიც ერაყს ადრე გადაეცა, კიდევ გაიზრდება. ასევე ილდიზმა თავის განცხადებაში დაამატა რომ ამჟამად ერთ-ერთი თურქულ კომპანიას თავისი კუთვნილი სამი ელექტროენერგიის გამომმუშავებელი გემი სპარსეთის ყურეში ჰყავს განთავსებული, რომელიც ერაყს 250 მეგავატ ელექტროენერგიას აწვდის. ახლა კი ახალი მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდევ ერთი მოცურავე ელექტროსადგურის გადაცემაზე, რომელიც 410 მეგავატ ელექტროენერგიას მიაწვდის. ამგვარად თურქული კომპანიის მიერ უზრუნველყოფილი იქნება 660 მეგავატი ელექტროენერგიის მიწოდება.

აქშამის ეკონომიკური მიმომხილველი წერს, რომ სტამბოლის საფინანსო ბირჟა ლონდონის საფინანსო ბირჟასთან ერთიანდება და ევროპის საფინანსო ბირჟაზე შედის.
სტამბოლის საერთაშორისო საფინანსო ცენტრად გარდაქმნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული. გასულ წელს სტამბოლის საფინანსო ბირჟამ NASDAQ-თან ხელშეკრულების გაფორმებით ევრაზიის საფინანსო ბირჟაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა, ახლა კი ლონდონის საფინანსო ბირჟასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ევროპის ბაზარზეც აქტიურად მონაწილეობას გეგმავს. ეს შეთანხმება თურქეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.


”მსოფლიოს საუკეთესო სამხედრო სკოლები” ასე ჰქვია ჰაბერ თურქში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც ვკითხულობთ: Global Firepower Index-ის მიერ 2014 წლის გამოკვლევით, რომელიც ძირითადად საუკეთესო არმიების გამოვლენაზე მუშაობს, ახლახან მსოფლიოს საუკეთესო სამხედრო სკოლების სია გამოაქვეყნა, რომელშიც 35 ქვეყნის საუკეთესო სამხედრო სკოლები შევიდა და მასში თურქეთის სახმელეთო, საავიაციო და საზღვაო აკადემია მე-8 ადგილზე გავიდა.

სტარი თავის ეკონომიკური შინაარსის სტატიაში, რომლის სახელწოდებაცაა ”თურქეთის ავიახაზების ისტორიული წარმატება”, წერს: e-Dreams-მა მსოფლიოს საუკეთესო კომპანიების ონლაინ სამსახურებში საუკეთესოს გამოვლინებისთვის გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც 10 კომპანია მონაწილეობდა. ამ კომპანიებიდან თურქეთის ავიახაზებმა მე-5 ადგილი დაიკავა. გამოკითხვაში მთავარი საკითხები მომსახურებას, კომფორტს, სისუფთავეს, VIP-ს განყოფილებას, ბავშვების სერვისს და ბარგის მომსახურებას დაეთმო.

იენი შაფაქში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით: ”თურქეთის ზეთისხილის ზეთი ინდოეთის ბაზარზე შედის”. მის მიხედვით ზეთისხილის და ზეთისხილის ზეთის ხელშემწყობი კომიტეტი, ზეთისხილის ზეთის ინდოეთში იმპორტით მოგების 25%-ის გაზრდას აპირებს. კომიტეტის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 22-24 იანვარს ინდოეთის ქალაქ მუმბაიში Food Hospitality World-ს გამოფენაზე თურქული ზეთისხილის ზეთის გაცნობა უნდა მოხდეს. თურქეთმა ინდოეთში გასულ წელს მთლიანობაში 151 ტონა ზეთისხილის ზეთის იმპორტი განახორციელა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები