თურქული პრესა 01.01.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

167914
თურქული პრესა 01.01.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „მილიეთ“-ში გამოქვეყნებული სტატიით, რომლის თანახმადაც, მთელი მსოფლიო ახალ წელს სიხარულით შეხვდა. პირველები, ვინც ახალ წელს მიეგებნენ, კირიბატისა და სამოას კუნძულების მცხოვრებლები იყვნენ. ინფორმაციის მიხედვით, ინდონეზია კი AirAsia-ს თვითმფრინავის კატასტროფის გამო გლოვობს და აქ საახალწლო ღონისძიებები არ გამართულა. 

გაზეთი „იენი შაფაკი“ იუწყება, რომ გაეროს უშიშროების საბჭოზე წარდგენილი პალესტინის კანონპროეტს, რომელიც ისრაელის მიერ დაპყრობილი პალესტინის ტერიტორიიდან გასვლასა და აღმოსავლეთ იერუსალიმის დედაქალაქით დამოუკიდებელი პალესტინის შექმნას ითვალისწინებდა, აშშ-მა ვეტო დაადო. სტატიის მიხედვით, კანონპროექტის უარყოფის გამო პალესტინელი ხალხი ახალ წელს ისევ იმედგაცრუებით შეხვდა. აქვე ნათქვამია, რომ ეს კანონპროექტი 12 თვეში მშვიდობის დამყარებას და ისრაელის მის მიერ ანექსირებული პალესტინის ტერიტორიიდან 2017 წლის ბოლომდე გასვლას ითვალისწინებდა.

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის ჰამიდ კარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის სარდლობა საფრანგეთისაგან გადაიბარა - იტყობინება გაზეთი „ვათანი“. გაზეთის მიხედვით, აეროპორტის ახლი სარდალი მეჰმედ ჯაჰით ბაქირი იქნება, რომლის თქმითაც, თურქეთი ნატოს ყველა მისიაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პროფესიონალური ფორმით მიიღებს მონაწილეობას.

გაზეთ „იენი შაფაკ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „2015 წელში ეროვნული შემოსავალი 11 ათასი დოლარი იქნება“, რომლის თანახმადაც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2015 წელში თურქეთში ერთ სულ მოსახლეზე მოსული ეროვნული შემოსავალი 11 ათას დოლარამდე გაიზრდება და ამ ციფრით თურქეთი ევრო ზონაში გახდება ქვეყანა, სადაც შემოსავალი ყველაზე მატად გაიზრდება.

და ბოლოს, გაზეთი “სტარი“-ს ცნობით, თურქეთის ეკონომიკური მმართველობის 2015 წლის დღის წესრიგის პრიორიტეტული თემა 2014 წლის 1 დეკემბერს გადაბარებული დიდი ოცეულის როტაციული თავმჯდომარეობა იქნება. გაზეთის მიხედვით, თურქეთი ერთი წლის მანძილზე ყოვლის მომცველ, განხორციელებასა და ინვესტიციებზე ორიენტირებულ მიზნებზე იმუშავებს. აქვე ნათქვამია, რომ მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნების დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გლობალურ პრობლემებზე წლის მანძილზე თურქეთში იმსჯელებენ და შეეცდებიან პრობლემების მოგვარების გზების მოძებნას.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები