თურქული პრესა 29.12.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

164103
თურქული პრესა 29.12.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „აქშამ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან 7 წლის გასვლის მიუხედავად, ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ისევ პრობლემას წარმოადგენს ახალგაზრდების დასაქმება. თურქეთში კი, რომელზედაც გლობალურმა კრიზისმა არც თუ ისე დიდი გავლენა მოახდინა, ახალგაზრდა მოსახლეობის უმუშევრობის დონე ევროკავშირის მრავალ ქვეყანაზე უფრო დაბალია. ევროპის სტატისტიკის ოფისის და თურქეთის სტატისტიკის ორგანიზაციის მონაცემებით, სექტემბრიდან მოყოლებული თურქეთში 25 წლის ქვემოთ ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის დონე 19,1%-ია, 28 წევრიან ევროკავშირში კი 21,6%-მდე შემცირდა.

გაზეთ „საბაჰ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სათაურით „თურქეთი ვაქცინის წარმოებას დაიწყებს და ექსპორტზე გაიტანს“, რომლის თანახმადაც, ანკარის უნივერსიტეტის სამუშაოების ფარგლებში ბ ჰეპატიტის, დიფტერიის, ტეტანუსის, წითელას და ტუბერკულოზის მსგავსი იმპორტირებული მრავალი ვაქცინის წარმოება დაიწყება და დიფტერიის, ტეტანუს 8-ის, ბ ჰეპატიტის ვაქცინებს 11 ქვეყანაში ექსპორტზე გაიტანს.

გაზეთი „სტარი“-ს ეკონომიკის განყოფილებაში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკაში შექმნილი უარყოფითი მოვლენების მიუხედავად, ამ ქვეყანასთან ვაჭრობა თურქეთისათვის მომგებიანია და დღის წესრიგში ვაჭრობის თურქული ლირით განხორციელების საკითხი ჩადგა. მან მაგალითად ერაყთან თურქული ლირით წარმოებული ვაჭრობა მოიყვანა. ზეიბექჩის თქმით, 2015 წელში დიდი ალბათობით რუსეთში საერთო მოხმარება და იმპორტი შემცირდება და ამის მიუხედავად, რუსეთსა და თურქეთს შორის ვაჭრობა სიახლოვის, ლოჯისტიკისა და ხარისხის გამო გაიზრდება.

გაზეთი „მილიეთი“ იუწყება, რომ სახელმწიფო ბინათმშენებლობის ორგანიზაციამ (TOKİ) ურბანული სამუშაოების წარმოებისას ქალაქ ნევშეჰირში ბარაკების დანგრევის შედეგად 7 კილომეტრიანი ისტორიული მიწისქვეშა ქალაქი აღმოაჩინა. ამის გამო რეგიონი კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს გადაეცა. სამინისტრო ამ ისტორიულ ქალაქთან დაკავშირებით გამოკვლევებს ჩაატარებს და დაადგენს იგი რომელ ცივილიზაციას ეკუთვნის. რესტავრაციის შემდეგ კი ტურისტებს მიწისქვეშა ქალაქის დათვალიერების შესაძლებლობა მიეცემათ.

და ბოლოს, ენდუროს ჩემპიონატის ზედიზედ რამდენიმეჯერ გამარჯვებული, ფეთჰიეს დაბაში „ენდუროს მეფედ“ დასახელებული, სერქან ოზდემირი, 3 იანვარს არგენტინაში გასამართ საერთაშორისო დარკ რალიში მიიღებს მონაწილეობას. რალიზე თურქეთი პირველად იქნება წარმოდგენილი ოთხი სპორტსმენით.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები