თურქული პრესა-17.11.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

193204
თურქული პრესა-17.11.2014


მიმოხილვას გაზეთ ”აქშამ”-ით დავიწყებთ, რომელიც წერს G20-ების ლიდერთა სამიტში მონაწილეობისთვის მყოფი პრემიერ მინისტრის აჰმედ დავუთოღლის, ბრისბანეს კონგრესის სალონში, საერთაშორისო მედიასთან ჩატარებული პრეს კონფერენციის შესახებ.
კითხვაზე, დღის წესრიგში ჩადგა თუ არა ლტოლვილთა საკითხი-დავუთოღლიმ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ არ მომხდარა საკითხის დეტალური განხილვა, მაგრამ ახლო აღმოსავლეთის კრიზისთან დაკავშირებით თურქეთის წინადადება იქნა მიღებული და თავისი ადგილი დაიკავა ბრისბანეს დეკლარაციაში-თქვა პრემიერმა აჰმედ დავუთოღლიმ.
გაზეთი ”იენი შაფაკ”-ი წერს, რომ ბოსნია-ჰერცოგოვინაში ხუთი საუკუნეა აგრძელებენ მომსახურებას ოსმანური სკოლები. ეს, ის სკოლებია, რომელიც მუსლიმანების მიერ არჩეულია ყურანსა და რელიგიაში დაწყებითი განათლების მისაღებად.
სკოლებს დღეს მართავენ ისლამური გაერთიანებები.
"Tüyap-ის წიგნის ფორუმით რეკორდული დაინტერესება”-ასეთი სათაურით იპყრობს ყურადღებას გაზეთი ”სტარ”-ი.
აღნიშნავს, რომ სტამბოლის, 33-ე საერთაშორისო
TÜYAP-ის წიგნების ფორუმი დაიწყო 8 ნოემბერს, შაბათს. წელს ფორუმზე მომსვლელთა რაოდენობამ მიაღწია 503 ათასს.
თურქეთსა და საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ფორუმს შეუერთდა 850-ი გამომცემლობა და არასამთავრობო ორგანიზაციები. მოეწყო წარმოდგენები, დისკუსიები, გამოტანილ იქა ბავშვთა ხელსაქმეების მსგავსი 270 ღონისძიება.

გაზეთ ”საბაჰ”-ის ცნობით, თავდაცვის კინოფილმების ფესტივალის მხრიდან ჯილდო გადაეცა თურქულ ფილმს.
ეს ჯილდო ერგო ელიფ ოვარის რეჟისორობით გადაღებულ ფილმს, სახელწოდებით "Umudun Işığı" (იმედის სინათლე). ჯილდოსთვის ერთმანეთს კონკურენციას უწევდა 19 ქვეყნის 52 ფილმი.
გაზეთ ”ჰურრიეთ”-ის ცნობით, ქალი მეცნიერი-მკვლევარი ელიფ გუნერი, ანტარქტიდაში ორი ახალი მინერალის აღმოჩენით, შევიდა მსოფლიო ლიტერატურაში.
იგი თავისი აღმოჩენებით, ჰოლანდიაში 9 წლის ყველაზე წარმატებულ, ევროპაში კი, წლის ყველაზე წარმატებულ თურქ ქალად იქნა არჩეული.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები