თურქული პრესა 28.09.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

141949
თურქული პრესა 28.09.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის ვიცე-პრემიერმინისტრი იალჩინ აქდოღანი სიტყვით გამოვიდა ქალაქ მარდინში მოწყობილ თურქ მრეწველთა და საქმოსანთა გაერთიანების TÜSİAD-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე და შეფასება მისცა რა რეგიონში მიდინარე მოვლენებს, თქვა, რომ ერთადერთი ქვეყანა თურქეთია, რომელშიც მშვიდობა და სტაბილურობა სუფევს. “აქ ერთმანეთთან ძმურად და მეგობრულად ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების, სარწმუნოების და კონფესიის მიმდევრები, დემოკრატია, სამართალი და კანონის უზენაესობა წინა პლანზე დგას და ამ ყველაფრით თურქეთი რეგიონისათვის მოდელ ქვეყანას წარმოადგენს“, განაცხადა აქდოღანმა

მილლიეთის კორესპონდენტი ნიუ ორკიდან იტყობინება, რომ აქ მიმდინარე გაეროს 69-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში პირისპირი შეხვედრა შესდგა თურქეთის და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს მევლუტ ჩავუშოღლუსა და უანგ იი-ს შორის რა, განიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად რეგიონალური და საერთაშორისო საკითხებიც. ორი ქვეყნის დიპლომატებმა შეთანხმებას მიაღწიეს თურქეთ-ჩინეთს შორის თავისუფალი სავაჭრო კონტრაქტის დადების თაობაზე და ამ მხრივ შესაბამის უწყებებს მითითებებს მისცემენ მოსამზადებელი სამუშაოების დაჩქარების თაობაზე, იტყობინება მილლიეთის კორესპონდენტი

აქშამი კულტურის გვერდზე თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის ომერ ჩელიქის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ხაზგასმით ამბობს, რომ მეზობელ ქვეყნებში არასტაბილურობის მიუხედავად მიმდინარე წელს რეკორდს დაამყარებენ უცხოელი ტურისტების რაოდენობაში. მისივე თქმით აგვისტოს თვეში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 7%-ით მოიმატა უცხოელ ტურისტთა რაოდენობამ და ამით თურქეთი მსოფლიოში მეექვსე, ხოლო ევროპაში კი რიგით მეოთხე ტურისტული სახელმწიფო გახდა და უახლოეს წლებში მსოფლიოში მეხუთე ადგილზე გასვლას ისახავენ მიზნად

საბაჰის ეკონომიკური მიმომხილველი იუწყება, რომ უკვე სერიული წარმოებისათვის მზად არის ქალაქ იზმითის Hyundai-ს ავტოქარხნის მიერ დაპროექტებული ახალი მოდელი i20, რომელსაც პირველად ამ უახლოეს დღეებში პარიზში დაგეგმილ ახალი ავტომობილების გამოფენაზე წარადგენენ. ეს ავტომობილი ადგილობრივთან ერთად ევროპელი მომხმარებლებისთვისაც არის გათვალისწინებული და უკვე ათი ათასობით შეკვეთებიც აქვს მიღებული, წერს საბაჰის მიმომხილველი



საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები