თურქული პრესა 16.09.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

127335
თურქული პრესა 16.09.2014


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა ერდოღანმა დაასრულა 2 დღიანი ოფიციალური ვიზიტი კატარში და გუშინ საღამოს სამშობლოში დაბრუნდა. მან თვითმფრინავში მის თანმხლებ თურქ ჟურნალისტებთან ისაუბრა რა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მუშაობაზე, თქვა რომ ისინი თურქეთის ეკონომიკურ მდგომარეობას პოლიტიკურ შეფასებას აძლევენ და არა ტექნიკურს. “თუ ხსენებული სააგენტოები გააგრძელებენ ჩვენი ეკონომიკის არა ობიექტურ შეფასებას, მაშინ, მე მთავრობას მითითებას მივცემ მათთან ყოველგვარი კავშირებისა და ურთიერთობების შეწყვეტასთან დაკავშირებით“, ასე დაემუქრა ერდოღანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებს, წერს სტარი

ვათანი აშშ-ს ამმანის საელჩოს მხრიდან გავრცელებულ განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ვაშინგტონი მეზობელ ქვეყნებში თავშეფარებულ სირიელ ლტოლვილებს გაუზრდის დამატებით დახმარებებს და მთლიანობაში 250 მილიონი დოლარს ჩაურიცხავს მათ რა, აქედან 47 მილიონი თურქეთს, 103 მილიონი ლიბანს, 56 მილიონი იორდანიას, 30 მილიონი ერაყს და 15 მილიონი ეგვიპტეს მიეცემა

იენი შაფაკი მკითხველებს ახარებს, რომ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო მოქმედებაზე გადავიდა და ახალი პროგრამა მოამზადა, რომლითაც ამიერიდან თვით თურქეთში დამზადდება ისეთი ძვირადღირებული ანტიბიოტიკური და კიბოს წამლები, რომლებიც უცხოეთიდან შემოაქვთ. ამავე პროგრამით თურქეთში დამზადდება ასევე სამედიცინო აპარატები და ხელსაწყო-დანადგარები, რითაც დამოკიდებულება უცხო ქვეყნებზე შემცირდება. მოკლედ, ამ პროგრამის ფარგლებში თურქეთის ბიოტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა უკვე დაიწყო ზოგიერთი წამლების წარმოებისათვის მზადება და ისინი უცხოურ წამლებს ტოლს არ დაუდებენ რა ხარისხში, ამის პარალელურად უფრო იაფნი იქნებიან, იტყობინება იენი შაფაკი

“სეტყვის საწინააღმდეგო ვაშლის ბაღები“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას მილლიეთის ეკონომიკურ გვერდზე და მასში ვკითხულობთ: ცენტრალურ ანატოლიაში მდებარეობს კონიის ოლქი და მასში შემავალ ერეგლის რაიონშია განლაგებული თურქეთის და ევროპის ერთ ერთი ყველაზე უდიდესი ვაშლის ბაღი, სადაც 1,5 მილიონი ძირი ხეა დარგული და წელიწადში 20 ათას ტონა მოსავალს იძლევა, რომლის ერთი ნაწილი ექსპორტში გააქვთ. აღსანიშნავია ისიც, რომ სეტყვის, ქარის და სხვა ბუნებრივი მოვლენებისგან დასაცავად ამ ბაღს სპეციალური ბადე აქვს ჩამოფარებული

საბაჰი კულტურის გვერდზე იუწყება, რომ მსოფლიოში განთქმულმა თურქმა პოპ ვარსკვლავმა თარქანმა გუშინ სტამბოლის ჰარბიეს ღია დარბაზში დაასრულა მორიგი კონცერტის 9 დღიანი ტური და რეკორდი დაამყარა, რადგან ამ კონცერტს დაესწრო მთლიანობაში 65 ათასი მაყურებელი რა, 8 მილიონი ლირის ღირებულების ბილეთი გაიყიდა. პირველი კონცერტი თარქანმა ამ დარბაზში 1998 წელს გამართა და შემდეგ სულ მთლიანობაში 32 კონცერტით წარსდგა რა მაყურებლის წინაშე, ამ 16 წლის განმავლობაში 265 ათასი თაყვანისმცემელი დაესწრო ამ კონცერტებს, წერს საბაჰი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები