თურქული პრესა 22.08.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

99333
თურქული პრესა 22.08.2014


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც გუშინ თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AK Parti) ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო ყრილობა გაიმართა და მასზე ქვეყნის ახალ პრეზიდენტად არჩეულმა პრემიერმინისტრმა რ.თ. ერდოღანმა ახალ პრემიერად და პარტიის ახალ თავჯდომარედ დაასახელა საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეტ დავუთოღლუ და ახალი მთავრობის შექმნაც მას დაავალა. დავუთოღლუმ მადლობა გადაუხადა ყველას მისი ნდობისათვის და განაცხადა რომ ყველანაირად შეეცდება ამ ნდობის გამართლებას და თურქეთს ერდოღანივით წინსვლის გზით წაიყვანს

ამავე გაზეთის ერთი სხვა სტატიით 28 აგვისტოს ახალი პრეზიდენტი ერდოღანი ვადაგადასული აბდულლაჰ გიულისგან საზეიმო ცერემონიით გადაიბარებს პრეზიდენტის პოსტს და შემდეგ ინაუგურაციაც გაიმართება, რომელზედაც მიწვეული არის მსოფლიოს მრავალი ლიდერი, ხოლო თუ ვინ დაესწრება ამ ინაუგურაციას აშშ-დან, ჯერ ჯერობით არ არის ცნობილი

რადიკალის ცნობით 13-15 ოქტომბერს სტამბოლი კიდევ ერთ უდიდეს საერთაშორისო ღონისძიებას, მსოფლიოს ორგანულ კონგრესს უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას მიიღებს ასევე მთელს მსოფლიოში სახელგანთქმული ფერმერი ალლან სავორი, რომელმაც თავის ნაყოფიერი გარჯით გაუდაბნოებისაგან იხსნა მთელს მსოფლიოში 15 ათასი ჰექტარი ფართობი. სავორი იმ ადგილებში, რომლებიც უკვე გაუდაბნოების გზაზე დგანან, მეცხოველეობის ფერმებს აშენებს და ე.წ. გარემო ბუნების იმიტაციას ჰქმნის რა, ასე არჩენს დიდ ფართობებს გაუდაბნოებისგან

ვათანი სტატიაში სახელწოდებით “უცხოელთა კანონი იცვლება“, იმ უცხოელ მოქალაქეებს ახარებს რომლებსაც ინვესტიციების დაბანდება ანდა მუშაობა სურთ თურქეთში. სტატიის ცნობით თურქეთის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა უცხოელების და საერთაშორისო დაცვის აქტში, რითაც ამიერიდან ინვესტიციების დამბანდებლებს ადვილად მიეცემათ გრძელვადიანი ბინადრობის და მუშაობის უფლება, რის შემდეგ მათ თურქეთის მოქალაქეობაც მიეცემათ, თუმცა ამ დროს ყურადღება მიექცევა დაბანდებული კაპიტალის ოდენობასაც. გარდა ამისა თურქეთში ბინადრობის და მუშაობის პირობები გაუმარტივდებათ ტურიზმის სექტორში მომუშავე უცხოელ თარჯიმნებსაც და ფირმებში საჭირო სპეციალისტებსაც, წერს ვათანი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები