თურქული პრესა 21.08.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

98143
თურქული პრესა 21.08.2014

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „მილიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელშიც მოყვანილია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თანჟუ ბილგიჩის მიერ, საინფორმაციო სააგენტო ანადოლუ აჟანსის კორესპონდენტის აშშ-ს დაბა ფერგიუსონში პოლიციის მხრიდან ცემისა და დაკავების შესახებ, გავრცელებული განცხადება და მასში ნათქვამია: „ანადოლუ აჟანსის კორესპონდენტის მიმართ აშშ-ში გამოჩენილი მოპყრობა მიუღებელია. ამერიკული ორგანოების მიერ უფრო ფრთხილად მოქმედებას ველით“. აშშ-ში უიარაღო 18 წლის შავკანიანი ახალგაზრდის პოლიციის მიერ მკვლელობის შემდეგ დაბა ფერგიუსონში დაწყებული არეულობის გაშუქების დროს ანადოლუ აჟანსის კორესპონდენტს ბილგინ შაშმაზს პოლიცია მკაცრად მოეპყრო.

გაზეთ „სტარ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სათაურით „თურქეთში პირდაპირი ინვესტიციები გაიზარდა“, რომლის თანახმადაც, ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ განაცხადა, რომ თურქეთი უცხოელი პირდაპირი ინვესტორებისათვის სანდო და მიმზიდველი ქვეყანაა და წლის პირველ ნახევარში განხორციელებული 6 მილიარდ 763 მილიონი დოლარის უცხოური პირდაპირი ინვესტიცია ამის ყველაზე კარგი მტკიცებულებაა.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს თანახმად, ერაყ სირიის ისლამური სახელმწიფოს ორგანიზაციის თავდასხმებს გამოქცეული იეზიდებიდან 600, 17 დღის მანძილზე ფეხით სიარულის შემდეგ ულუდერეს სოფელ ორთასუს ახლოს თურქეთში გამოვიდა. მას შემდეგ, რაც სოფელ ორთასუს მცხოვრებლებმა შეიტყვეს, რომ იეზიდებმა მთელი გზა ფეხით გამოიარეს, თავიანთი ტრანსპორტით გადალახეს საზღვარი და ისინი სოფლის ტერიტორიაზე გადმოიყვანს რა, განათავსეს სოფლის სკოლის საკლასო ოთხებში, ასევე მათთვის სკოლის ეზოში კარვები ააგეს და სტუმრებს საკვებით და წყლით გაუმასპინძლდნენ.

„ათათურქის იახტა სავარონა მზად არის“ - ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „საბაჰ“-ში, რომლის თანახმადაც, 83 წლის „სავარონა“, რომელზედაც თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელმა მუსტაფა ქემალ ათათურქმა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა, 10 თვიანი რესტავრაციის შემდეგ ქვეყნის ისტორიული შეხვედრებისა და მიღებების გამასპინძლებისათვის საჭირო ბოლო “საცდელი მოგზაურობიდანაც“ წარმატებით დაბრუნდა. სტამბოლის ქურუჩეშმეს პორტში იანვრიდან დღემდე მდგარი ათათურქის იახტა სახელმწიფოს ლიდერების თურქეთსა და უცხოეთის ქვეყნებში გასამართ შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე პრესტიჟის მიზნით გამოსაყენებლად იქნა მომზადებული.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“ იუწყება, რომ 2014 წლის ფრენბურთში მსოფლიოს გრანდ პრიქსის პირველ შეხვედრაში მსოფლიოს ნომერ პირველ ნაკრებად აღიარებული ბრაზილია თურქეთის ქალთა ფრენბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 3-2 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები