11. 08. 2014. თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

86778
11. 08. 2014. თურქული პრესა


დღესაც, თურქული პრესის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას და მიმოხილვას გაზეთ ”სტარ”-ით დავიწყებთ, რომელიც წერს სტატიას სახელწოდებით ”ერის პრეზიდენტი”. გაზეთი აღნიშნავს, რომ თურქეთმა რესპუბლიკის მე-12-ე პრეზიდენტად აირჩია რ. თ. ერდოღანი. აღნიშნავს, რომ ერდოღანმა 12 წელში 9-ჯერ გაზარდა ხმების რაოდენობა და აღორძინება განვითრების ცენტრალური შენობის წინ ხალხის წინაშე მოხსენებაში გამოაცხადა თავის გამარჯვება. მადლობა მოახსენა ყველას ვინც მისცა და არ მისცა ხმა.
თურქეთი, ისტორიის თვალსაზრისით მოესწრო ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას. ამომრჩეველმა პირველად მოახდენა თავისი პრეზიდენტის ხმის მიცემით არჩევა.
გაზეთი ”საბაჰ”-იც ამ თემას უთმობს ადგილს და აღნიშნავს, რომ გუშინ თურქი ხალხის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა. თურქეთის რესპუბლიკის 68 წლიან დემოკრატიის ისტორიაში რ. თ. ერდოღანი გახდა უშუალოდ ხალხის მხრიდან არჩეული პირველი პრეზიდენტი. მან ხალხის წინაშე მოხსენებაში გამოკვეთა, რომ არჩევნებში გამარჯვებული მხოლოდ ის არ არის. ეს არის ერის ნებისყოფის, დემოკრატიის გამარჯვებაც.
ეს არის 77 მილიონი მოსახლეობის ყველა ინდივიდის გამარჯვება. ის იქნება ის პრეზიდენტი, რომელიც თავის 77 მილიონ მოსახლეობას გულში ჩაიხუტებს.
გაზეთი ”ჰაბერ თურქი”-ც ეხმაურება საპრეზიდენტო არჩევნებს და აღნიშნავს, რომ თურქეთმა, პირველად, ხმების გამოყენებით განსაზღვრა თავისი მე-12-ე პრეზიდენტი.
”მწვერვალს მიაღწია”-ასეთი სათაურის სტატიას წერს გაზეთი ”ვათან”-ი და აღნიშნავს, რომ 12 წელიწადში ერდოღანმა მოიპოვა მე-9-ე გამარჯვება. ყოველი ორი ადამიანიდან ერთის ხმით ავიდა ჩანკაიას რეზიდენციაში.
არჩევნების პირველივე ტურში მოიპოვა გამარჯვება, წერს გაზეთი ”ჰურრიეთ”-ი. იგი ხუთი წლის განმავლობაში იქნება ამ თანამდებობაზე.
გაზეთ ”მილლიეთ”-ის ცნობით, ერდოღანის გამარჯვება ზეიმით აღინიშნა ქვეყნის ოთხივე კუთხეში. ქვეყნის სხვადსხვა ადგილებში აღორძინება განვითარების ორგანიზაციის ცენტრების მხრიდან ჩატარდა საზეიმო ღონისძიებები.
გაზეთი ”აქშამ”-ი წერს, რომ პრეზიდენტად არჩეული რ.თ. ერდოღანის, ჩანკაიას მომსახურების პირველადი სამუშაო ეკონომიკა იქნება. ახალ მეგა პროექტებზე კვლავ ერდოღანი მოაწერს ხელს.
გაზეთი ”იენი შაფაკ”-ი კვლავ ღაზაში მიმდინარე მოვლენებს უთმობს ადგილს და აღნიშნავს, რომ უშედეგო გამოდგა ცეცხლის შეწყვეტა. ისრაელი კვლავ განაგრძობს ხოცვა-ჟლეტას.
ღაზის დეირ ელ-ბელაჰის რეგიონზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმაში მოკლულ იქნა 13 წლის აჰმედ ელ მისრი, დაიჭრა სამი ადამიანი.
ხან იუნისში დაიბომბა ერთი სახლი და მოკლულ იქნა ერთი ქალი. ისრაელის 7 ივლისიდან დაწყებულ თავდასხმებს შეეწირა სულ 1918 ადამიანი.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები