თურქული პრესა 11.07.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

125317
თურქული პრესა 11.07.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ვათანში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ისრაელმა ქალაქ ღაზაზე წარმოებული საჰაერო ოპერაციის დროს მარტო ბოლო ორი დღის განმავლობაში 400 ტონა ბომბი ჩამოყარა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ კი უკვე ას კაცს მიაღწია. ამავე სტატიით ისრაელმა 2012 წელსაც განახორციელა ასეთი თავდასხმები ღაზაზე და ოპერაციას “ღრუბლის კოლონა“ ერქვა რა, მაშინ 8 დღეს გასტანა წინასწარ შერჩეული ობიექტების დაბომბვამ, რისთვისაც ბომბდამშენებმა საერთო ჯამში 36 საათიანი ფრენა განახორციელეს და ასე გაანადგურეს სამიზნეები


იენი შაფაკის ცნობით ისრაელის თავდასხმების შეჩერების მიზნით საგანგებოდ შეიკრიბა საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდდეში ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტი, რომელზედაც თურქეთს პრემიერმინისტრის მოადგილე ემრულლაჰ იშლერი წარადგენს და მან ტელ-ავივს მოუწოდა, სასწრაფოდ შეაჩეროს საჰაერო თავდასხმები, რომელსაც სრულიად უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან. ამავე სტატიით თურქეთის პრემიერმა განკარგულება გასცა, სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარებები გაეგზავნოს ღაზზელებს და ახლა ამ განკარგულების საფუძველზე თურქეთის თანამშრომლობისა და აღორძინების სააგენტო TİKA კვების პროდუქტებს, წყალს და მედიკამენტებს გაუგზავნის მათ


აქშამი იტყობინება, რომ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია “OECD“-მ თურქეთის ეკონომიკური ზრდის სავარაუდო მონაცემები გამოაქვეყნა და მისი მიხედვით ეს ზრდა მიმდინარე წელში 3,3% იქნება და არა 2,8%, როგორც ეს დაპროგნოზირებული იყო აპრილის თვეში, ხოლო მომავალ წელში 4%-იანი ზრდა დაფიქსირდება, რაც ერთ ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა იქნება მთელს ევროპაში
საბაჰი ინგლისური საკონსულტაციო ფირმის კვლევის შედეგს აქვეყნებს და მისი მიხედვით თურქეთი ევროპაში პირველ ადგილზე დგას მეწარმეობით, ხოლო მსოფლიოში კი მეორე ადგილზეა


ჰაბერთურქის ეკონომიკური მიმომხილველი აშუქებს თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში ტურიზმის სეზონის განვითარებას და წერს, რომ ამინდის დათბობასთან ერთად საკმარისად გაიზარდა ამ ქალაქში ჩამოსულ უცხოელ ტურისტთა რაოდენობამ და მიმდინარე წლის 5 თვეში 15 მილიონს მიაღწია მათმა რაოდენობამ, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია


მილლიეთი სპორტულ გვერდზე იუწყება, რომ სპეციალისტებმა მაღალი შეფასება მისცეს თურქი ჯუნეით ჩაქირის მსაჯობას არგენტინა-ჰოლანდიის ნახევარფინალურ მატჩზე და ახლა იგი 2018 წლისათვის რუსეთში დანიშნული მორიგი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის მსაჯობას დაისახავს მიზნად


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები