თურქული პრესა 01.07.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

113336
თურქული პრესა 01.07.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეტ დავუთოღლუ ტელეფონით დაუკავშირდა ჰამასის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელს ჰალიდ მეშალს და ამ უკანასკნელმა თურქ დიპლომატს დეტალური ინფორმაციები მისცა ისრაელის მხრიდან დასავლეთ იორდანიასა და ღაზაში განხორციელებული სამხედრო ოპერაციების შესახებ. მეშალმა დავუთოღლუს მოსთხოვა, რომ ისრაელის მხრიდან ოპერაციების შეწყვეტის მიზნით საერთაშორისო თანამეგობრობამ მასზე ძლიერი ზეწოლა განახორციელოს, ხოლო ამის პარალელურად მანვე ღაზაზე დაწესებული ემბარგოს გაუქმებაც მოითხოვა


ვათანის მიხედვით კუნძულ როდოსზე, რომელიც მთელი ოთხი საუკუნის განმავლობაში ოსმანეთის საიმპერატოროში შედიოდა, 1972 წლამდე მოქმედებდა აქაური მუსლიმანებისათვის თურქული სკოლა, მაგრამ, იგი რესტავრაციის მომიზეზებით დახურეს და მას შემდეგ აღარ გაუხსნიათ რა, როდოსზე მცხოვრები თურქები ხსენებული თურქული სკოლის ახლიდან გახსნას მოითხოვენ


მილლიეთის კორესპონდენტი პაკისტანიდან იუწყება, რომ ამ ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ მუზაფფერგარჰში ექსპლოატაციაში გადაეცა თურქების მხრიდან აშენებული და თურქი პრემიერმინისტრის რ.თ. ერდოღანის სახელობის მატარებელი 500 საწოლიანი საავადმყოფო, რომელიც უახლოესი ტექნოლოგიით არის აღჭურვილი და ამიტომ რეგიონის ყველაზე მოდერნისტული ჯანდაცვის ცენტრი გახდა. სტატიის მიხედვით ხსენებული საავადმყოფო მოინახულა პენჯაბის პროვინციის პრემიერმინისტრმა მუჰამმედ შაჰბაზ შერიფმა და მან მადლობა გადაუხადა ანკარას პენჯაბელებისადმი მხარდაჭერისა და უანგარო დახმარებების გამო


“TİKA კენიელებსაც ეხმარება“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას საბაჰში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის აღორძინებისა და თანამშრომლობის სააგენტო TİKA-მ და სტამბოლის მერიამ ამ ქვეყნის დედაქალაქ ნაირობში მოქმედ თურქეთის საელჩოს ბინაში მოწყობილ საზეიმო ცერემონიაზე კენიის გარისას პროვინციას უფასოდ გადასცეს 6 ცალი ნაგვის ავტომანქანა და 400 ცალი ნაგვის კონტეინერი. გარისას გუბერნატორმა ნატიფ ჟამაჰ ადამმა მადლობა გადაუხადა თურქეთს მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ TİKA-მ კენიაში მრავალი პროექტი განახორციელა, წერს საბაჰი

ჰაბერთურქის კულტურის გვერდზე თურქი მედიკოსების მხრიდან უროლოგიის სფეროში მიღწეულ წარმატებაზეა საუბარი და აღნიშნულია, რომ მათ აქამდე არსებული თეზისი იმის შესახებ, თითქოსდა თირკმელების კათეტერიზაცია არ არის სარგებლიანი, გააქარწყლეს და ამით ევროპის ბავშვთა უროლოგიის კონგრესის (ESPU) ჯილდო დაიმსახურეს


ამავე გაზეთის ერთი სხვა სტატიით კაპადოკიაში წლითიწლობით იზრდება საჰაერო ბურთით მფრინავთა რაოდენობა, რადგან ამ რეგიონში წლის განმავლობაში 300 დღეა ხელსაყრელი ჰაერნაოსნობისათვის და ამ შესაძლებლობას არ უშვებენ რა ხელიდან საჰაერო ბურთით მოგზაურობის მოყვარულები, გასულ წელს 430 ათასმა ადგილობრივმა და უცხოელმა ტურისტმა ისარგებლა ასეთი ფრენებით


და ბოლოს აქშამი სპორტულ გვერდზე იუწყება რომ, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი ცნობილი თურქული ფირმა “Beko“ მსოფლიოსა და ესპანეთის ერთ ერთი ყველაზე განთქმული საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას“-ს რიგით მესამე სპონსორი გახდა და ამიერიდან ხსენებული კლუბის ფეხბურთელები თამაშების დროს მაისურზე “Beko“-ს წარწერით გამოვლენ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები