05. 06. 2014. თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

83780
05. 06. 2014. თურქული პრესა



დღევანდელი გაზეთების მიმოხილვას გაზეთ ”სტარ”-ით დავიწყებთ, რომელიც წერს თურქეთის მასპინძლობით ჩატარებული სამიტის შესახებ, რომელსაც შეუერთდა აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, ყაზახეთის და თურქმენეთის სახელმწიფო ლიდერები. გაზეთის ცნობით პრეზიდენტმა აბდულლა გულმა პირისპირი შეხვედრებიც ჩაატარა ჩამოსულ სტუმარ ლიდერებთან. შემდეგ კი მათ საპატივსაცემოდ ვახშამი გამართა.
გაზეთი ”აქშამი” წერს სტატიას სახელწოდებით:-” კულტურული მემკვიდრეობა თურქეთს მოეთხოვება” და აღნიშნავს, რომ თურქეთი არჩეულ იქნა UNESCO-ს მთავრობათაშორისი კომიტეტის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წევრად. როგორც გაზეთი წერს, ამის შესახებ განაცხადა თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს მეოთხე სამიტზე მოხსენებით გამოსულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ.
გაზეთ ”ვათან”-ის ცნობით, პარიზში 1973 წლიდან წარმართული და მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ქსოვილის ფორუმებიდან Premiere Vision-ი უკვე თურქეთშიც ჩამოდის. სტამბოლში, ეს ფორუმი მოეწყობა წელიწადში ორჯერ. პირველი Premiere Vision-ის ფორუმი გაიმართება 29-31 ოქტომბრის რიცხვებში CNR ფორუმის ცენტრში.
გაზეთ ”საბაჰ”-ის ცნობით, მანქანების გაქირავების ფლაგმანიც უკვე თურქეთშია. აღნიშნავს, რომ მსოფლიოს უდიდესი მანქანის გაქირავების კომპანია Enterprise-ი თურქეთშია. მას გააჩნია 1,4 მილიონი მანქანის ტევადობის გიგანტური ფლოტი. Enterprise-მა მუშაობა დაიწყო თურქეთის ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან. გააჩნია 16 მილიარდი დოლარის ბრუნვა. ამ ფირმის პასუხისმგებელ პირად ითვლება Enterprise-ის ვიცე პრეზიდენტი მიკე ედვარდსი. მისი ცნობით, მათ დიდ წარმატებას მიაღწიეს “EMEA-ას, იგივე ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის რეგიონებში. ამიტომ გადაწყვიტეს თურქეთშიც ჩამოსვლა.
გაზეთი ”საბაჰ”-ი წერს სტატიას სახელწოდებით:-”მსოფლიოს დღის წესრიგშია გარემო ბუნება”. აღნიშნავს, რომ მსოფლიო ქვეყნების მსგავსად, 5 ივნისის ბუნების დაცვის დღესთან დაკავშირებით თურქეთიც ყურადღებას იქცევს ბუნებისადმი გამოჩენილი თავისი მგრძნობიარობით. ამ მიზნით მრავალ მნიშვნელოვან პროექტს მოეწერა ხელი. გარემო ბუნების პრობლემების გადაწყვეტა უკვე ხდება სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური თავისებურებებით გამორჩეული სახელმწიფოების მხრიდან, ერთობლივად. გაზეთი ყურადღებას ამახვილებს გარემოს დაცვის და ურბანული დაგეგმირების მინისტრის იდრის გულლიჯეს სიტყვებზე, რომლის ცნობითაც, თურქეთში განსაკუთრებით 2002 წლიდან ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი დეპარტამანტების მხრიდან, რესპუბლიკის ისტორიის ყველაზე დიდი გარემოს დაცვის პროექტი განხორციელდა. უკანასკნელ 12 წელიწადში თურქეთში 3 მილიონ 691 ათას ჰექტარ მიწაზე გაშენდა ტყე.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები