ანკარა გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს

ანკარა გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს

2151249
ანკარა გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს

თურქეთმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ მიღებულ იქნა გაეროს უშიშროების საბჭოში, უწოდა „მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხოცვა-ჟლეტის დასასრულებლად“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

„მიგვაჩნია, რომ 2735-ე გადაწყვეტილება, რომელიც 10 ივნისს მიიღო გაეროს უშიშროების საბჭომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხოცვა-ჟლეტის დასრულების თვალსაზრისით. აუცილებელია, რომ ისრაელმა აიღოს ვალდებულება და შეასრულოს მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა და სრულად განახორციელოს აღნიშნული გადაწყვეტილების ყველა ელემენტი. თურქეთი ითხოვს ომის სამუდამოდ დასრულებას, ისრაელის გაყვანას მთელი ღაზადან, მძევლებისა და დაკავებულების ორმხრივ გათავისუფლებას. იძულებით გადაადგილებული პალესტინელების ღაზაში დაბრუნებას. თურქეთი გააგრძელებს წვლილის შეტანას იმ ნაბიჯებში, რომლებიც უზრუნველყოფენ არსებული პრობლემების მოგვარებას, ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელ და ადეკვატურ მიწოდებას და ღაზას რეკონსტრუქციას“, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს იერ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, გაეროს უშიშროების საბჭოში, რომელიც ითხოვს შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ გამოცხადებული 3-ეტაპიანი წინადადებისთვის მხარდაჭერას და, რომელიც ითვალისწინებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ღაზაში პირველ ეტაპზე, მიღებულ იქნა.



მსგავსი ინფორმაციები