ერდოღან-მირზოევის ერთობლივი პრესკონფერენცია

ერდოღან-მირზოევის ერთობლივი პრესკონფერენცია

2149826
ერდოღან-მირზოევის ერთობლივი პრესკონფერენცია

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უზბეკეთის რეგიონალური და გლობალური ღირებულება, რომელიც მდებარეობს ცენტრალურ აზიაში, დღითიდღე იზრდება.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ოფიციალური ვიზიტით დედაქალაქ ანკარაში მყოფ უზბეკეთის პრეზიდენტთან, შავქათ მირზოევთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

ერდოღანის თქმით, მათ განიხილეს ორ ქვეყანას შორის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გადაიდგას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, კულტურა, განათლება და თავდაცვის მრეწველობა. ერდოღანმა განაცხადა, რომ მათ ხელი მოაწერეს მრავალ შეთანხმებას.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ეს შეთანხმებები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დივერსიფიკაციას და შეთანხმების საფუძველს გააძლიერებს.

ერდოღანმა განაცხადა, რომ მისმა კოლეგამ ახალი უზბეკეთის მესამე რენესანსის პროექტით განსხვავებული ჰორიზონტი შექმნა თავისი ქვეყნისთვის.

„მან გატარებული რეფორმებით, უზბეკეთი სულ სხვა სფეროში აიყვანა. მთელი გულით ვულოცავ ჩემს ძმას შავქეთს ამ წარმატებას, რომელმაც უზბეკეთი წარმატებულ სახელმწიფოდ აქცია მოკლე დროში“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

პრესკონფერენციის დროს უზბეკეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ერდოღანის ხელმძღვანელობით დიდი ძალისხმევა გაკეთდა თურქეთში ხალხის კეთილდღეობის, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ძალისა და პოტენციალის, საერთაშორისო საზოგადოებაში გავლენის ასამაღლებლად რა, ამაყობენ თურქეთის მიერ მიღწეული წარმატებებით.

მირზოევმა აღნიშნა, რომ ერდოღანთან შეხვედრის დროს განიხილეს მნიშვნელოვანი რეგიონული და გლობალური საკითხები.  



მსგავსი ინფორმაციები