ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 59 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 59 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

2149908
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 59 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში ჩატარებული ოპერაციების შედეგად ბოლო ერთ კვირაში 59 ტერორისტი განეიტრალდა.

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ყოველკვირეული პრესსაინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც  მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციების შესახებ ბოლო მონაცემები იქნა გაჟღერებული.

შესაბამისად, ბოლო ერთ კვირაში სირიასა და ერაყში განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში, 59 ტერორისტი განეიტრალდა. რაც შეეხება, 2024 წლის პირველი იანვრიდან მოყოლებული, სირიის და ერაყის ჩრდილოეთში განეიტრალებულ ტერორისტთა რაოდენობამ 1151 შეადგინა.

ამავე ინფორმაციით, PKK-ს კიდევ ერთი ​​ტერორისტი, რომელიც გადამწყვეტი ოპერაციების შედეგად გაიქცა ჩრდილოეთ ერაყის თავშესაფრიდან, ჩაბარდა თურქ სამართალდამცველებს ჰაბურის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე.



მსგავსი ინფორმაციები