პრეზიდენტმა ერდოღანმა ისრაელი კიდევ ერთხელ მკაცრად გააკრიტიკა

პრეზიდენტმა ერდოღანმა ისრაელი კიდევ ერთხელ მკაცრად გააკრიტიკა

2139998
პრეზიდენტმა ერდოღანმა ისრაელი კიდევ ერთხელ მკაცრად გააკრიტიკა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და ისინი, ვინც ღაზას გენოციდში მონაწილეობდნენ, პასუხს აგებენ ყოველი დაღვრილი სისხლისთვის.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნული განცხადება, პარლამენტში, მმართველი, სამართლისა და განვითარების პარტიის (AKP) წევრებთან სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„ისრაელი ღაზაში 7 თვეა ახორციელებს გენოციდს. ნეთანიაჰუ და ისინი, ვინც გენოციდში მონაწილეობენ, პასუხისმგებელნი იქნებიან დაღვრილი სისხლის ყოველ წვეთზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის რათა გენოციდის განმახორციელებლებმა პასუხი აგონ. არ იფიქროთ, რომ ისრაელი დარჩება ღაზაში. თუ ეს რქიანი სახელმწიფო, არ იქნება შეჩერებული, ის ადრე თუ გვიან ყურადღებას ანატოლიაზე გადმოიტანს, აღთქმული მიწის ილუზიისთვის. ის, რომ სიონისტი მკვლელები და მათი მხარდამჭერები ჩვენ გვემუქრებიან, ეს არ არის ის, რისიც უნდა გვეშინოდეს, არამედ ეს არის ღირსების სამკერდე ნიშანი, რომელსაც ჩვენ ამაყად ვატარებთ მკერდზე“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები