გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი 22-24 აპრილს თურქეთს ეწვევა

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი 22-24 აპრილს თურქეთს ეწვევა

2128505
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი 22-24 აპრილს თურქეთს ეწვევა

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი 22-24 აპრილს თურქეთს ეწვევა.

გერმანიის პრეზიდენტის ოფისის წერილობითი განცხადების თანახმად, ვიზიტი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყების 100 წლისთავთან დაკავშირებით შედგება.

აღინიშნა, რომ პრეზიდენტ შტაინმაიერს სურს ამ ვიზიტით ხაზი გაუსვას ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო კავშირებს და განსაკუთრებით დააფასოს გერმანიაში მცხოვრები მილიონობით თურქული წარმოშობის ადამიანის ცხოვრების ისტორია და წარმატებები.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ გერმანიაში მცხოვრები თურქული წარმოშობის მოქალაქეები, რომლებიც 23 მაისს იქ ცხოვრების 75 წლის იუბილეს აღნიშნავენ, დღევანდელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის განუყოფელი ნაწილია და ასევე ნათქვამია, რომ პრეზიდენტი შტაინმაიერი თურქეთს მომავალ კვირას პირველად ეწვევა.

შტაინმაიერის ვიზიტი მოიცავს სტამბოლს, გაზიანთეპს და დედაქალაქ ანკარას და დაგეგმილია მისი შეხვედრა ბიზნესის, მეცნიერების, ხელოვნების, ლიტერატურის, სპორტული წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი შტაინმაიერი 24 აპრილს ანკარაში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.

სტუმარი პრეზიდენტი ასევე ეწვევა ანითქაბირს და გვირგვინით შეამკობს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ათათურქის მავზოლეუმს.



მსგავსი ინფორმაციები