იბრაჰიმ ქალინი უილიამ ბერნსის ტელეფონით ესაუბრა

იბრაჰიმ ქალინი უილიამ ბერნსის ტელეფონით ესაუბრა

2127559
იბრაჰიმ ქალინი უილიამ ბერნსის ტელეფონით ესაუბრა

თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის (MİT) ხელმძღვანელი იბრაჰიმ ქალინი თავის ამერიკელი კოლეგა, CIA-ს დირექტორს უილიამ ბერნსის ტელეფონით ესაუბრა.

უსაფრთხოების წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ბერნსიმ რამადან ბაირამის დროს დაურეკა MİT-ის ხელმძღვანელ ქალინს და სთხოვა, შუამავალი ყოფილიყო ისრაელზე ირანის შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით.

სატელეფონო საუბრის დროს, ქალინმა ბერნისთან, გაცვალა მოსაზრებები  ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

თავის მხრივ, ამერიკელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ქალინმა სატელეფონო საუბარი გამართა ჰამასის წარმომადგენლებთან.

სატელეფონო საუბრის დროს განხილულ იქნა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები, რეგიონისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, ტყვეთა გაცვლისა და ღაზელთა საკუთარ სახლებში დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები.



მსგავსი ინფორმაციები