თურქეთში 1177 არალეგალური ემიგრანტი დაიჭირეს

თურქეთში 1177 არალეგალური ემიგრანტი დაიჭირეს

2127095
თურქეთში 1177 არალეგალური ემიგრანტი დაიჭირეს

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიქაიამ განაცხადა, რომ „ქალქან-19“-ის (ფარი) ოპერაციების ფარგლებში 1177 არალეგალი ემიგრანტი დაიჭირეს.

სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში, მინისტრმა იერლიქაიამ აღნიშნა, რომ „ქალქან-19“-ის ოპერაციები ჩატარდა მობილური მიგრაციული პუნქტის მანქანებით მიგრანტების, კონტრაბანდის, ორგანიზატორებისა და არალეგალური იმიგრანტების წინააღმდეგ.

ოპერაციების შედეგად მთელი ქვეყნის მასშტაბით 1177 არალეგალური ემიგრანტი იქნა დაკავებული, რომლებიც რეგიონების საიმიგრაციო მენეჯმენტის დირექტორატებს გადაეცათ და შესაბამისი პროცედურების შემდეგ მათი დეპორტაცია მოხდება.



მსგავსი ინფორმაციები