პრეზიდენტი ერდოღანი მსოფლიო ლიდერებს რამადან ბაირამს ულოცავს

პრეზიდენტი ერდოღანი მსოფლიო ლიდერებს რამადან ბაირამს ულოცავს

2126642
პრეზიდენტი ერდოღანი მსოფლიო ლიდერებს რამადან ბაირამს ულოცავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ნიგერიის პრეზიდენტ ბოლა აჰმედ ტინუბუს ტელეფონით ესაუბრა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს განხილულ იქნა, თურქეთ-ნიგერიის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები.

სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ საჰელის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ადევნებენ თვალს და, რომ თურქეთი გააგრძელებს ნიგერიას თავდაცვის მრეწველობის სფეროში გამოცდილების და შესაძლებლობების გაზიარებას.

სატელეფონო საუბრის დროს ლიდერებმა ერთმანეთს რამადან ბაირამის დღესასწაულიც მიულოცეს.

მეორეს მხრივ, პრეზიდენტმა ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოკაევთან.

სატელეფონო საუბრის დროს, თურქეთ-ყაზახეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები იქნა განხილული.

სატელეფონო საუბრის დროს, პრეზიდენტმა ერდოღანმა მწუხარება გამოხატა ყაზახეთში მომხდარი ძლიერი წყალდიდობის გამო და განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის დახმარებისთვის.

სატელეფონო საუბრის დროს ლიდერებმა ერთმანეთს რამადან ბაირამის დღესასწაულიც მიულოცეს.

თავის მხრივ, ერდოღანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ალჟირის პრეზიდენტ აბდულმაჯიდ ტებუნისთან.

სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანმა და ტებუნიმ განიხილეს თურქეთსა და ალჟირს შორის ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული და გლობალური საკითხები.

სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა დასძინა, რომ თურქეთი მზადაა გაზარდოს ერთობლივი ძალისხმევა ალჟირთან ისრაელსა და პალესტინას შორის მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის, რეგიონისთვის ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტი მიწოდებისა და ორი სახელმწიფოს საფუძველზე სამართლიანი გადაწყვეტის მიზნით.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტ ერდოღანს ასევე სატელეფონო საუბარი ჰქონდა მალაიზიის პრემიერ-მინისტრ ანვარ იბრაჰიმთან.

სატელეფონო საუბრის დროს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, რეგიონული და გლობალური საკითხები იქნა განხილული.

სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ისლამური სამყაროს ერთობლივი ძალისხმევით გაიზარდა ზეწოლა ისრაელზე და მის მხარდამჭერებზე და, რომ მშვიდობისა და პალესტინის მხარდაჭერის მცდელობები მტკიცედ უნდა გაგრძელდეს.

სატელეფონო საუბრის დროს ლიდერებმა ერთმანეთს რამადან ბაირამის დღესასწაულიც მიულოცეს.



მსგავსი ინფორმაციები