რა საკითხები იქნა განხილული, ეროვნული უშიშროების საბჭოზე?

რა საკითხები იქნა განხილული, ეროვნული უშიშროების საბჭოზე?

2125024
რა საკითხები იქნა განხილული, ეროვნული უშიშროების საბჭოზე?

ეროვნული უშიშროების საბჭომ (MGK) ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა აქტორმა შეწყვიტოს კავშირი და წამახალისებელი ქმედებები ტერორისტულ ორგანიზაციებთან.

გუშინ, პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით საპრეზიდენტო კომპლექსში გამართული ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც ხაზგასმით აღინიშნა, რომ ტერორისტული ორგანიზაციები და მათი მხარდამჭერები არავითარ შემთხვევაში არ იქნებიან ჩართული რეგიონის მომავალში და ნათქვამია: „PKK/KCK-PYD/YPG-ს ტერორისტული ორგანიზაციის თავდასხმები, რომლების სამიზნეა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ევროპაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს. ყველა აქტორმა, რომელსაც აქვს კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციებთან და მათ წახალისებას ცდილობს, დაუყონებლივ უნდა შეწყვიტონ ამდაგვარი დამოკიდებულება“.

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდეს მხარი დაუჭიროს მცდელობებს, რათა შეწყვიტონ ისრაელის თავდასხმები ღაზას მოსახლეობაზე და დამხმარე ორგანიზაციებზე, რომლებიც გასული წლის 7 ოქტომბრიდან გრძელდება და დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა.



მსგავსი ინფორმაციები