თურქეთმა ისრაელის მხრიდან ირანის საელჩოზე თავდასხმა დაგმო

თურქეთმა ისრაელის მხრიდან ირანის საელჩოზე თავდასხმა დაგმო

2123972
თურქეთმა ისრაელის მხრიდან ირანის საელჩოზე თავდასხმა დაგმო

თურქეთმა, სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საელჩოზე ისრაელის თავდასხმა დაგმო.

თავდასხმასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ისრაელმა ამ ქმედებით, ბოლო დროინდელ საერთაშორისო დანაშაულებს კიდევ ერთი დაუმატა. ჩვენ ვგმობთ ისრაელის თავდასხმას დამასკოში ირანის საელჩოზე. არსებობს შეშფოთება, რომ აღნიშნული ქმედება გადაიქცევა კონფლიქტად, რომელიც გავლენას მოახდენს მთელ რეგიონზე. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს იმოქმედონ საღი აზრით და თავშეკავებით და დაიცვან საერთაშორისო სამართალი“.

შეგახსენებთ, რომ დამასკოში, ირანის საელჩოს კამპუსში, წინა დღეს განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად ირანის რევოლუციური გუშაგთა კორპუსის წევრი 7 ადამიანი, მათ შორის 2 გენერალი დაიღუპა. ცნობილი გახდა, რომ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის 6 სირიელიც იყო.

ირანმა განაცხადა, რომ თავდასხმა ისრაელმა განახორციელა. თელ-ავივი კი მომხდართან დაკავშირებით ამ დროისათვის დუმს.  



მსგავსი ინფორმაციები