თურქეთის ალ-შიფას საავადმყოფოსთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

თურქეთის ალ-შიფას საავადმყოფოსთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

2123385
თურქეთის ალ-შიფას საავადმყოფოსთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

თურქეთმა განაცხადა, რომ ღაზაში ალ-შიფას საავადმყოფოს სურათები იმის მტკიცებულებაა, რომ ისრაელი მიზნად ისახავს განზრახ და სისტემატურად გაანადგუროს პალესტინელი ხალხი.

საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „ისრაელის ხელისუფლების მიერ ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულები კაცობრიობის ისტორიაში განხორციელებული უდიდესი ბარბაროსობაა. ყველა, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, უნდა გაასამართლებენ და ვინც ამ დანაშაულის ჩადენაზე თვალი დახუჭა, ისტორიაში შავ ლაქად დარჩება. ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოს სურათები იმის მტკიცებულებაა, რომ ისრაელი მიზნად ისახავს განზრახ და სისტემატურად გაანადგუროს პალესტინელი ხალხი. საერთაშორისო თანამეგობრობის მოვალეობაა შეაჩეროს ისრაელი, რომელიც უგულებელყოფს ადამიანის სინდისსა და კანონს და ზიანს აყენებს გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობას. ამ ყველაფრიდან გამომდინარე აუცილებელი ზომები უნდა იქნას მიღებული დაუყოვნებლივ, რათა უზრუნველყოს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული უახლესი გადაწყვეტილების შესრულება და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოცხადებული ზომები“.



მსგავსი ინფორმაციები