პრეზიდენტმა ერდოღანმა თავის ირანელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტმა ერდოღანმა თავის ირანელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

2122873
პრეზიდენტმა ერდოღანმა თავის ირანელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის ირანელ კოლეგა იბრაჰიმ რაისის ტელეფონით ესაუბრა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციიც თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს, თურქეთ-ირანის ორმხრივი ურთიერთობები, ისრაელის თავდასხმები პალესტინის ტერიტორიებზე და რეგიონში ჰუმანიტარული მდგომარეობა იქნა განხილული.

სატელეფონო საუბრის დროს, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს მზარდი ძალისხმევა ღაზაში, გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების ფარგლებში და რაც შეიძლება მალე აღსრულდეს მიღებული გადაწყვეტილებები. პრეზიდენტ ერდოღანის თქმით, ამ პროცესში ფეთიჰმა და ჰამასმა უნდა იმოქმედონ ერთიანად.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ აუცილებელია ერთობლივი მუშაობა, რათა თავიდან აიცილონ ისრაელის ძალისხმევა რეგიონში დაძაბულობის გავრცელების მიზნით.



მსგავსი ინფორმაციები