პრეზიდენტმა ერდოღანმა 31 მარტს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა

პრეზიდენტმა ერდოღანმა 31 მარტს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა

2121911
პრეზიდენტმა ერდოღანმა 31 მარტს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოციალურ ქსელში 31 მარტს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების შესახებ პოსტი გაავრცელა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა სოციალური ქსელი პლატფორმა „X“-ზე გავრცელებულ პოსტში აღნიშნა: „ჩვენ ვართ 85 მილიონიანი დიდი ოჯახი, ყველა ჩვენი განსხვავებებით. როგორც ჩვენს საარჩევნო სიმღერაში ვთქვით: ჩვენ ყველა ერთი ვენახის ვარდები ვართ, ერთი მთის ქარი ვართ. რაც უფრო ძლიერად შევინარჩუნებთ ამ ერთობას, მით უფრო თავდაჯერებულად შევხედავთ ჩვენს მომავალს. ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები, პარტიები, რომლებიც გვიყვარს, ჩვენი წარმომავლობა, ტემპერამენტი და ცხოვრების წესი შეიძლება განსხვავებული იყოს. მაგრამ თურქეთი ჩვენი საერთო მიწაა, ჩვენი საერთო სახლია. საარჩევნო ყუთი, რომელიც ეროვნული ნების გამოვლენის ინსტრუმენტია, ყველა ჩვენგანის, 85 მილიონი ადამიანის პატივსაცემად არის მინდობილი. ჩვენ შევასრულებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი დემოკრატიის წინაშე, როგორც არჩევნებზე მისვლით, ასევე ხმის მიცემით და ჩვენი ხმის დაცვით. იმედი მაქვს, რომ 31 მარტის არჩევნები სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ერისთვის“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 31 მარტს თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.



მსგავსი ინფორმაციები