თურქეთმა გერმანიისგან უსაფრთხოების ზომების გაზრდა მოითხოვა

თურქეთმა განვითარებული მოვლენების გამო გერმანიისგან მოითხოვა უსაფრთხოების ზომების გაზრდა მისი დიპლომატიური მისიების მიმართ

2121369
თურქეთმა გერმანიისგან უსაფრთხოების ზომების გაზრდა მოითხოვა

თურქეთმა გერმანიის ხელისუფლებასთან ერთად ზომები მიიღო მას შემდეგ, რაც სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ის მხარდამჭერები თავს დაესხნენ ჰანოვერის გენერალურ საკონსულოს.

თურქეთის ელჩი ბერლინში აჰმედ ბაშარ შენ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში თავის კოლეგებს შეხვდა და თურქეთის მოთხოვნები გააცნო.

ელჩმა შენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის პროპაგანდის, ახალი წევრების მოზიდვის და ფინანსური რესურსების საქმიანობას წინააღმდეგ გადამწყვეტად უნდა იმოქმედონ.

მან შეშფოთება გამოხატა სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერების მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით და  მოითხოვა უსაფრთხოების ზომების გაზრდა თურქეთის დიპლომატიური მისიების, ორგანიზაციებისა და სამუშაო ადგილების მიმართ, რომლებიც შესაძლოა გახდეს სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის სამიზნე.

სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის მომხრეთა ჯგუფი გუშინწინ საღამოს ჰანოვერში თურქეთის გენერალურ საკონსულოს თავს დაესხა და სცადა შენობის ფანჯრების მყარი საგნებით ჩამსხვრევა.


საკვანძო სიტყვები: #გერმანია , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები